რესტორანი „საამო“ - ოჯახური ტრადიცია ქვეყნის სასარგებლოდ
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:00, 13 Oct, 2016     3499
ავლაბარში, სამების საკათედრო ტაძრის მახლობლად ახალი, მაღალი კლასის ბარ-რესტორანი ტერასა „საამო“ გაიხსნა, რომელიც ელეგანტური ინტერიერით, საუცხოო კერძებითა და მაღალი კლასის მომსახურებით გამოირჩევა. დაწესებულება მრავალკომპლექსიანია. პირველ სართულზე განთავსებულია ბარი, მეორეზე - კაფე-რესტორანი, ხოლო მესამეზე - ტერასა... როგორც „საამოს“ დამაარსებელი და დირექტორი მანანა ფიფია აცხადებს, სარესტორნო ბიზნესში არსებული კონკურენცია არ აშინებს, რადგან ამ სფეროში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს.

„ამ სფეროს მიმართ ჩემი ინტერესი ოჯახიდან მომდინარეობს - სტუმართმოყვარე ოჯახში ვიზრდებოდი, სადაც სუფრა და კულინარია კულტი იყო... მამაჩემის და დედაჩემის ოჯახს ხუმრობით „ქართულ რესტორანსაც“ ეძახდნენ. ასე რომ, მე და ჩემს დებს ბავშვობიდან მოგვდევს სტუმრის მიღების და გამასპინძლების ტრადიცია.
თანაც სარესტორნო ბიზნესში გარკვეული გამოცდილებაც მაქვს - მართალია, საქართველოში ეს ჩემი პირველი რესტორანია, მაგრამ მე და ჩემს დებს დიდი ხანია, საქართველოს საზღვრებს გარეთ გვაქვს რესტორანი, საკონდიტრო საწარმო... რა თქმა უნდა, გვსურს, ჩვენს ქვეყანაში უფრო წარმატებულები ვიყოთ, რაც შეიძლება მეტი ხალხი დავასაქმოთ და ამით ქვეყანასაც სარგებელი მოვუტანოთ.“
„საამოში“ მისული სტუმარი შეძლებს დააგემოვნოს როგორც ქართული, ისე ევროპული და აზიური კერძები. ფართოა ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების ასორტიმენტიც. რაც მთავარია, აბსოლუტურად ყველა კერძი ნატურალური პროდუქტისაგან მზადდება, რაც ამ რესტორნის მთავარი უპირატესობა არის.
„აქ აბსოლუტურად ყველა კერძი მზადდება ადგილზე, ხარისხიანი, ახალი და 100% ნატურალური პროდუქტისაგან. უშუალო კავშირი გვაქვს ქართველ ფერმერებთან, რომლებიც ახალ და შემოწმებული ხორცპროდუქტებს, ბოსტნეულსა და ხილს გვაწვდიან. მიუხედავად იმისა, რომ ყველა პროდუქტი შემოწმებული და საიმედოა, ჩვენ მაინც დამატებით ყველაფერს ლაბორატორიულად ვამოწმებთ. განსაკუთრებული მოთხოვნა ქართულ კერძებზეა, მით უმეტეს, რომ ჩვენი რესტორანი ტურისტულ ზონაშია, უცხოელ სტუმრებს კი ყველაზე მეტად ქართული კერძების დაგემოვნება უყვართ. გარდა აღნიშნულისა, ჩვენთან მზადდება უგემრიელესი დესერტები და სხვადასხვა ტკბილეული... სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია, ფურშეტებისა და ბიზნესლანჩების ორგანიზებაც. რესტორანში 19:00 საათიდან უკრავს ცოცხალი მუსიკა - უკრავს საქსაფონი, მღერის მომღერალი და კომპოზიტორი კაკი ბოლქვაძე. წვეულებებისთვის ცეკვის ან სიმღერის ფოლკორული ანსმბლის მოწვევაც შეგვიძლია. დღის განმავლობაში კი სტუმრები გემოვნებიან მუსიკას მოუსმენენ და მუსიკის ფონზე ჩვენი ტერასიდან გადაშლილი არაჩვეულებრივი ხედებით დატკბებიან.“ - განაცხადეს „საამოში“.
„საამოს“ ტერასა მართლაც რომ იდეალური ადგილია დასვენებისა და განტვირთვისთვის. სწორედ ტერასიდან და მეორე სართულის აივნებიდან იშლება სამების საკათედრო ტაძარზე და მთელ თბილისზე უნიკალური ხედი, რომელსაც, ვფიქრობ, ანალოგი არ მოეპოვება.
„აქედან ხელმისაწვდომზე ჩანს ძველი თბილისის ღირსშესანიშნაობები: სამების საკათედრო ტაძარი, ნარიყალას ნანგრევები, სიონი, მეტეხი, აბანოთუბანი, ფუნიკულიორი, მოდუდუნე მტკვარი... დარწმუნებული ვარ, ეს ადგილი ერთნაირად მოხიბლავს როგორც თბილისის სტუმარებს, ისე ადგილობრივებს. რაც მთავარია, „საამოში“ დასაქმებული გვყავს პროფესიონალი და მეგობრული პერსონალი, რისი დამსახურებითაც, ჩვენი რესტორნის სტუმრები როგორც საკუთარ სახლში, ისე გრძნობენ თავს.“ -აღნიშნავს „საამოს“ ხელმძღვანელი.
დაბოლოს, „საამო“ მომხმარებელს კერძების ადგილზე მიტანის სერვისსაც სთავაზობს, რაც ნებისმიერი კერძის მოკლე დროში, თბილისის ნებისმიერ უბანში მიტანას გულისხმობს.
მოკლედ, „საამოსთან“ ერთად მართლაც საამოდ დაისვენებთ და გაატარებთ დროს!

https://www.facebook.com/saamocafe/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42