დღევანდელ სამყაროში ქმრის ღალატისთვის სერიოზულად არავის სჯიან, ყოველ შემთხვევაში არ იყენებენ იმ სასტიკ მეთოდებს, რომელიც ადრე იყო მიღებული. აი, ადრე კი ამ საკითხში ხშირად მაქსიმალურ სისასტიკეს იჩენდნენ, იყენებდნენ სიკვდილით დასჯის ყველაზე სასტიკ ფორმებს.
გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.
1. თურქეთში მოღალატე ცოლს ტომარაში კატასთან ერთად სვამდნენ. შემდეგ რკინის ჯაჭვებით ცდილობდნენ ცხოველი გაემწარებინათ. ასე გრძელდებოდა სანამ ქალი არ კვდებოდა.

2. კორეაში მოღალატეს ძმარს ასმევდნენ, სანამ მას მუცელი არ გაებერებოდა. შემდეგ მუცელზე ჯოხებით სიკვდილამდ სცემდნენ.

3. ამერიკელ ინდიელთა ხოგიერთ ტომში მოღალატის ასმგვარი ხერხით სჯიდნენ - მას ჯერ ძველბს უმტვრევდნენ, ნაწილებად ჭრიდენე, ხოლო შემდეგ... მთელი ტომი მას ჭამდა.

4. პაკისტანში მოღალატე ცოლს ჩამოხრჩობას უსჯიდნენ. როგორც ამბობენ ზოგიერთ სოფელში ეს ახლაც ხდება.

5. აფრიკაში არის პატარა სამეფო ლუანგო, სადაც საყვარლებს კლდიდან ზღვაში აგდებენ.

6. ჩრდილოეთ ბირმაში, როგორც ცნობილია გოგონებს ბავშვობიდან კისერზე რგოლებს უკეთებენ. ეს სილამაზის ეტალონად ითვლება... თუმცა თუ ქალს ღალატი დაუმტკიცდა, რგოლებს სასწრაფოდ ხსნიან - შედეგად ქალი ან ინვალიდი რჩება, ან კვდება, რადგან კისრის მალები მათ ძალიან დასუსტებული აქვთ.

7. ავღანეთში გარდამავალმა ხელისუფლებამ აღადგინა კანონი, რომლის თანახმადაც მოღალატე ცოლს 100 ჯოხის დარტყმა და ციხე ემუქრება.

8. პაპუა ახალ გვინეაში სასტიკი სასჯელი ახლაც მოქმედებს - მოღალატე ცოლის საჩვენებელ თითებს მის საყვარელს აჭმევენ, რის შემდეგადაც მამაკაცს კლავენ.

9. ირანში, სუდანში, საუდის არაბეთში, გაერთიანებულ ემირატებში, ნიგერიაში მოღალატე ცოლს ქმარი და მისი ნათესავები ქვებით ჩაქოლვით სჯიან.

10. სიამში დამნაშავე ქალს სპეციალურ მოწყობილობაში ათავსებენ, მას კარგად აბამენ და... სპილოს იწვევენ... ცხადია ამგვარი პაემნის შემდეგ ქალი ცოცხალი ვერ გადარჩება...

მასალის გამოყენების პირობები






