ტაილანდის მეფე 88 წლის იყო, სამეფო ტახტზე 1946 წელს ავიდა და ქვეყანას 70 წელი მართავდა. ბჰუმიბოლ ადულიადეის მეფობა ყველაზე ხანგრძლივ მმართველობად ითვლებოდა.
ტაილანდის მეფე ბორო ორი წლის განმავლობაში საავადმყოფოში იწვა და საჯაროდ ბოლო ერთი წელია არ გამოჩენილა. ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოსთან მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი და მათი „ერის მამის“ გადარჩენისთვის ლოცულობდნენ, რომელსაც ნახევრად ღვთაებრივი სტატუსი ქონდა.
სამეფო მემკვიდრეობის საკითხი ტაილანდში ტაბუირებულია, რადგან მეფე ბჰუმიბოლის ნახევრად ღვთაებრივი სტატუსის საპირისპიროდ მისი შვილს პრინც მახა ვაჩირალონგკორნი საეჭვო სტატუსი აქვს.ტაილანდის პრინცი სამჯერ იყო დაქორწინებული და მას ექვსი შვილი ჰყავს. ბოლოს კი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მაშინ მოექცა, როდესაც გერმანულმა გაზეთმა Bild გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ტაილანდის პრინცის მიუნხენში ვიზიტია დაფიქსირებული.
ტაილანდის ტახტის მემკვიდრის ჩაცმულობამ ყველა გააოცა. 63 წლის პრინცი, მახა ვაჩირალონგკორნი სამეფო ეტიკეტის შეუსაბამოდ ზაფხულის ღია ფეხსაცმლით, თეთრი მაისურითა და ჯინსებში გამოწყობილი ჩამოვიდა ტრაპიდან.

პრინცი მახა ვაჩირალონგკორნი

მასალის გამოყენების პირობები






