როგორც "ბიბისი" პენტაგონზე დაყრდნობით წერს , საპასუხო ცეცხლი საზღვაო გამანადგურებლმა მას შემდეგ გახსნა, რაც ჰუსიტების სამხედრო დაჯგუფების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ხომალდზე თავდასხმები განხორციელდა.
„ეს დატყმები იყო თავდაცვითი ხასიათის, ჩვენი პერსონალის, გემების, ასევე ამ მნიშნელოვან საზღვაო რაიონში ნავიგაციის თავისუფლების დასაცავად" - განაცხადა პენტაგონის პენტაგონის წარმომადგენელმა პიტერ კუკმა.
შეერთებული შტატების ძალოვანი უწყების განცხადებით, ვაშინგტონი მზადაა ნებისმიერი სახის თავდასხმაზე შესაბამისის რეაგირება მოახდინოს. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში იემენის ტერიტორიიდან საზღვაო გამანადგურებელზე იერიში ორჯერ მიიტანეს.
თავად ამბოხებულები აშშ-ის ხომალდებზე თავდასხმას უარყოფენ.
როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, აშშ-მ იემენის ტერიტორია, ამ ქვეყანაში კონფლიქტის დაწყებიდან პირველად დაბომბა.
იემენში უკვე წელზე მეტია შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს. ყოფილი პრეზიდენტი, სალეჰი, ანტისამთავრობო გამოსვლების გამო გადადგა. სწორედ მას უჭერენ ამბოხებული ჰუსიტები მხარს.
ამბოხებულებმა სექტემბერში დედაქალაქ სანაას დაკავება შეძლეს. მოქმედი პრეზიდენტი, მანსურ ჰადი იძულებული გახდა ქალაქ ადენში გადასულიყო და ის ქვეყნის დროებით დედაქალაქად გამოეცხადებინა.
იემენის ამჟამინდელ პრეზიდენტს მანსურ ჰადის არაბულმა ქვეყნებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს.
იემენის ხელისუფლება და საუდის არაბეთი ჰუსიტების მფარველობაში ირანს ადანაშაულებენ.
მასალის გამოყენების პირობები






