ტრამპის პრეზიდენტად არჩევა საერთაშორისო თვალსაზრისით საშიში იქნება - გაეროს უმაღლესი კომისარი
მსოფლიო - 18:33, 12 Oct, 2016     3351
დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა საერთაშორისო თვალსაზრისით საშიში იქნება. ამის შესახებ გაერო-ს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში ზეიდ რაად ზეიდ ალ-ჰუსეინმა განაცხადა.

მისი თქმით, სოციალურ საკითხებზე ტრამპის ზოგიერთი განცხადება ღრმა შეშფოთებას იწვევს.


„თუკი დონალდ ტრამპს აირჩევენ, მისი განცხადებების საფუძველზე, ჩემი მოსაზრებით, საერთაშორისო თვალსაზრისით ეს საშიში იქნება“ - განაცხადა გაერო-ს უმაღლესმა კომისარმა.

გაეროს უმაღლესმა კომისარმა ტრამპის ძველი განცხადება გაიხსენა, რომ ის წამების გამოყენების მომხრეა, რაც საერთაშორისო სამართლით არის აკრძალული.

შეგახსენებთ, ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამაც მკაცრად გააკრიტიკა და პარტიის წევრებს მოუწოდებს, მის მხარდაჭერაზე ოფიციალურად თქვან უარი.

ბარაკ ობამას თქმით, ტრამპი არ შეესაბამება კანდიდატურას, რომელმაც აშშ საერთაშორიო ასპარეზზე უნდა წარადგინოს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ამისთვის ტრამპს არც ცოდნა გააჩნია და არც მომზადება.

მისი თქმით, ტრამპი ეჭვქვეშ აყენებს ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს, როგორიცაა ტოლერანტობა, სამართლებრივი პროცედურების დაცვა და ურთიერთპატივისცემა. "ჩვენი დემოკრატია ამგვარად არ მუშაობს" - განაცხადა ბარაკ ობამამ.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც „ვაშინგტონ პოსტმა“ 2005 წლის სატელევიზიო შოუს ჩანაწერი გაავრცელა, რესპუბლიკელთა რამდენიმე მთავარმა ფიგურამ ტრამპის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა. ჩანაწერში ტრამპი ქალების მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს და აცხადებს, როდესაც „ვარსკვლავი ხარ, შეგიძლია ქალებს ისე მოექცე, როგორც მოგინდება“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42