4 წევრისგან შემდგარი ოჯახი (ცოლი, ქმარი, ბავშვი და ბებია) დასასვენებლად ლიპეცკიდან სოჭში ავტომობილით გაემგზავრა. თუმცა გზაში 77 წლის ქალი გარდაიცვალა, კურორტზე ჩასვლისას, მისმა ახლობლებმა შესაბამისი დოკუმენტაცია გააფორმეს და ბებიის ცხედარი დასვენების პერიოდში, დროებით სოჭის მორგში დატოვეს.
დასვენების დასასრულს, იმისთვის რომ ქალი მშობლიურ ქალაქში გადაეყვანათ და იქ დაესაფლავებინათ.ოჯახმა სპეციალური საბარგული იქირავა, რომელიშიც ცხედარი განათავსეს და ავტომობილის სახურავზე დაამაგრეს,
გზად ლიპჩანების ოჯახს ღამის გათენება როსტოვის ოლქის ავტომაგისტრალზე მდებარე ერთერთ „კემპინგში“ მოუწია. დილით ავტომობილთან დაბრუნებულებმა აღმოაჩინეს, რომ ავტომობილის სახურავზე განთავსებული საბარგული მოპარული ყო.
სამართალდამცავები ამ დროისთვის ცხედრის სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ.
მასალის გამოყენების პირობები






