დოკუმენტს საბჭოს 158-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ერთმა წევრმა თავი შეიკავა.
აღნიშნული დოკუმენტი დუმამ 7 ოქტომბერს დაამტკიცა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსული საავიაციო ჯგუფი სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის თხოვნის საფუძველზე იგზავნება. რუსი სამხედროები სირიის საზღვრის გადაკვეთისას, საბაჟო და სასაზღვრო კონტროლს არ გაივლიან, მათთვის და მათი ოჯახებისთვის გათვალისწინებული იმუნიტეტი და სხვა პრივილეგიები, ასევე თავისუფლდებიან ყველანაირი გადასახადებისგან სირიის ტერიტორიაზე.
რუსული საავიაციო ჯგუფი ამჟამად სირიის პროვინცია ლატაკიაში, ჰმეიმიმის აეროდრომზეა განლაგებული. დოკუმენტის თანახმად, აღნიშნულ ტერიტორიას, მათ შორის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, დამასკო მოსკოვს უსასყიდლოდ გადასცემს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომრუსეთმა სირიაში თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო კომლექსები C-300 B4 განათავსა.
, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთი აღნიშნულ კომპლექსებს ქვეყნის საზღვრებს გარეთ ანთავსებს.
C-300 B4-ის ტიპის კომპლექსები ფრთოსანი რაკეტების, თვითმფრინავებისა და ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ საბრძოლველად არის განკუთვნილი. როგორც Fox News-თან ამერიკელი მაღალჩინოსანი აღნიშნავს, სირიაში მოქმედ ტერორისტულ დაჯგუფებებს საბრძოლო თვითმფრინავები არ ჰყავს.
გასული წლის ნოემბერში რუსეთმა სირიაში სამხედრო პოტენციალი გაზარდა და საზენიტო-სარაკეტო სისტემა C-400-ი განალაგა.
მასალის გამოყენების პირობები






