თიბისი ბანკის კამპანიისთვის ირაკლი ჩარკვიანის სიმღერის ახალი ვერსიები შეიქმნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:33, 12 Oct, 2016     2018
თიბისი ბანკმა საუკეთესო მომსახურების საკომუნიკაციოდ ახალი კამპანია წამოიწყო, რომლის ინსპირაციის წყარო ირაკლი ჩარკვიანის სიმღერა „მოდი აქ“ გახდა. შეიქმნა სიმღერის 11 ახალი ქავერ ვერსია, რომელთა ნაწილი სოციალურ მედიასა და ტელევიზიაში უკვე გამოჩნდა. სპეციალურად ამ კამპანიისთვის შეიქმნა ვებგვერდიც, სადაც ვიდეორგოლები იქნება განთავსებული. www.modiaq.ge

იდეა კრეატიულ სააგენტო „Holmes&Watson”-ს ეკუთვნის, ირაკლი ჩარკვიანის სიმღერის ახალ ვერსიებზე კი კომპოზიტორმა გიორგი მახნიაშვილმა იმუშავა.

ახალი კამპანია თიბისი ბანკის პროექტის „ვინც არ უნდა იყო“ გაგრძელებაა. ცოტა ხნის წინ, ინტერნეტ სივრცეში ტესტები გამოჩნდა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა, 4 კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ გაერკვია, 12 სხვადასხვა ტიპის ადამიანიდან რომელ კატეგორიას განეკუთვნებოდა. შედეგად, ტესტი 12 სხვადასხვა ტიპაჟის ადამიანს ავლენდა: ხელოვანი, გმირი, მზრუნველი, მეამბოხე, ჯადოსნური და სხვა. იდეა ის იყო, რომ თიბისი ბანკი მათ ყველას განურჩევლად საუკეთესო მომსახურებას სთვაზობდა.

„ვინც არ უნდა იყო“ კამპანიის გაგრძელებაა 12 არქეტიპის შესაბამისი მუსიკის შექმნაც. ერთ-ერთ არქეტიპს, ჯადოსნურს ირაკლი ჩარკვიანის ორიგინალური მუსიკა მოერგო, დანარჩენი 11 არქეტიპისთვის კი ამ სიმღერის სხვადასხვა ვერსია შეიქმნა: მათ შორის ჯაზი, რეპი, ოპერა, სოული და ა.შ.

გადაღებებში მონაწილეობა 70-მდე მსახიობმა მიიღო. მეტი ინდივიდუალურობისთვის თითოეული მათგანის იმიჯსა და ჩაცმულობაზე დიზაინერმა იკა ბობოხიძემ იზრუნა.

სიმღერების სრულ ვერსიებს დაინტერესებული მსმენელი ნოემბრიდან ახალ ალბომში უნდა ელოდოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42