ამის შესახებ ბარაკ ობამამ ჩრდილოეთ კაროლინაში, ჰილარი კლინტონის მხარდამჭერ წინასაარჩევნო მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ბარაკ ობამას თქმით, ტრამპი არ შეესაბამება კანდიდატურას, რომელმაც აშშ საერთაშორიო ასპარეზზე უნდა წარადგინოს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ამისთვის ტრამპს არც ცოდნა გააჩნია და არც მომზადება.
მისი თქმით, ტრამპი ეჭვქვეშ აყენებს ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს, როგორიცაა ტოლერანტობა, სამართლებრივი პროცედურების დაცვა და ურთიერთპატივისცემა. "ჩვენი დემოკრატია ამგვარად არ მუშაობს" - განაცხადა ბარაკ ობამამ.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც „ვაშინგტონ პოსტმა“ 2005 წლის სატელევიზიო შოუს ჩანაწერი გაავრცელა, რესპუბლიკელთა რამდენიმე მთავარმა ფიგურამ ტრამპის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა. ჩანაწერში ტრამპი ქალების მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს და აცხადებს, როდესაც „ვარსკვლავი ხარ, შეგიძლია ქალებს ისე მოექცე, როგორც მოგინდება“.
მასალის გამოყენების პირობები






