"ეს უნდა გავაცნობიეროთ"- ტუბა ბუიუკუსტუნი და მურატ ილდირიმი პატარა გოგონების დასაცავად
ეს საინტერესოა - 12:22, 12 Oct, 2016     27229
11 ოქტომბერს, სტამბოლში გოგონების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას ცნობილი თურქი ვარსკვლავები მურატ ილდირიმი და ტუბა ბუიუკუსტუნი დააესწრნენ. ტუბა ბუიუკუსტუნი unicef-ის კეთილი ნების ელჩია, მან კონფერენციაზე გამოსვლისას იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც მსოფლიოში ბავშვებს , განსაკუთრებით კი პატარა გოგონებს აქვთ:

„მსოფლიოში ომები არ მთავრდება. მსოფლიოს სხვა კუთხეში დაბადებული ბავშვები იძულებულები ხდებიან სხვაგან გაიზარდონ. გაეროს რეზოლუციის მიხედვით ადამიანი 18 წლამდე ბავშვად ითვლება . სანამ ჩვენ აქ ვლაპარაკობთ , შეიძლება ვიღაც გოგონა სასტიკი მოპყრობის გამო კვდება. სტატისტიკის მიხედვით ყოველ 10 წუთში მსოფლიოში 1 გოგონა ძალადობის შედეგად იღუპება. ეს უნდა გავაცნობიეროთ. თუ მე შევძლებ ეს პრობლემა თქენამდე მოვიტანო და და ერთ გოგონას მაინც გავუღვივო პატარა ნაპერწკალი, ეს ფასდაუდებელი იქნება ჩემთვის.

მუდმივი ზეწოლის ქვეშ მყოფი პატარა გოგონები თავისთავში დაურწმუნებელ ადამიანებად იზრდებიან. არსებობენ საკმაო რაოდენობის ადამიანები, რომლებიც სამწუხაროდ თვლიან რომ ქალი ძალადობას იმსახურებს, ეს ძალიან მძიმე თემაა. თავისთავში დაურწმუნებლობა, გოგონებს საშუალებას არ აძლევს თავისი პოტენციალი გამოავლინონ. გოგონებისგან ელიან მხოლოდ იმას, რომ გაიზარდოს, გათხოვდეს და ბავშვები გააჩინოს.“- განაცხადა ტუბა ბუიუკუსტუნმა.

ყოველი წლის 11 ოქტომბრის გოგოების საერთაშორიო დღედ აღნიშვნის გადაწყვეტილება გაეროს ეკუთვნის. გაერთანებული ერების ორგანიზაციამ მსგავსი გადაწყვეტილება 2011 წელს მიიღო. დღის მიზანი - სოციალურ პრობლემებსა და უთანასწორობაზე ყურადღების გამახვილებაა, რაც გენდერული საკითხითაა გამოწვეული. ესენია - განათლების ხელმისაწვდომობა, ჯანდაცვა, სოციალური უფლებების დაცვა, დისკრიმინაციისგან, ძალადობისგან, არასრულწლოვანი გოგოების იძულებით ქორწინებისგან დაცვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42