ადვოკატებმა პარიზის ტერაქტებში ბრალდებული სალაჰ აბდესლამის დაცვაზე უარი განაცხადეს
მსოფლიო - 12:10, 12 Oct, 2016     2175
პარიზის ტერაქტებში ბრალდებული სალაჰ აბდესლამი შესაძლოა ადვოკატების გარეშე დარჩეს.

როგორც ცნობილი გახდა, აბდესლამის ადვოკატები ფრანკ ბერტონი და სვენ მარი მის დაცვაზე უარს აცხადებენ.

„ბიბისის“ ცნობით, როგორც ფრანგულ მედიასთან ადვოკატები აცხადებენ, სასამართლოზე აბდესლამი სავარაუდოდ დუმილის უფლებას გამოიყენებს.

„რას ელით ჩვენგან ასეთ ვითარებაში? ჩვენ თავდაპირველადვე ვთქვით, რომ თუ ჩვენი კლიენტი დუმილის უფლებას გამოიყენებს, ჩვენ მის დაცვაზე უარს ვიტყვით” - განაცხადა ბერტონმა ფრანგულ ტელეკომპანია BFM TV-სთან ინტერვიუში.

ბენტონის პოზიციას იზიარებს მარიც.

ფრანგული კანონმდებლობის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული ადვოკატმა უნდა დაიცვას. იმ შემთხვევაში, თუკი აბდესლამი ახალ ადვოკატების აყვანას ვერ შეძლებს, მის უფლებებს სახელმწიფო სახაზინო ადვოკატი დაიცავას.

ბელგიელი ადვოკატი სვენ მარი აბდესლამის ინტერესებს მარტიდან, ბრიუსელში მისი დაკავებიდან იცავს. მარი ცნობილი ადვოკატია, რომელიც ყველაზე მძიმე დანაშაულში ბრალდებულების დაცვას საკუთარ თავზე იღებს.

თავდაპირველად მარიმ განაცხადა, რომ აბდესლამი სამართალდამცველებთან თანამშრომლობისთვის მზად იყო. ადვოკატი ეჭვმიტანილის საფრანგეთში ექსტრადირების გასაჩივრებას გეგმავდა. თუმცა აპრილში ბელგიამ აბდესლამი საფრანგეთს გადასცა, რის შემდეგაც საქმეში მარისთან ერთად ფრანგი იურისტი ფრანკ ბერტონიც ჩაერთო.

როგორც ფრანგული მედია წერდა, საფრანგეთში ექსტრადირების დღიდან სალეჰ აბდესლამი კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარს აცხადებდა, მათ შორის თავისი ადვოკატების მიერ დასმულ კითხვებზე.

შეგახსენებთ, 13 ნოემბერს პარიზის ცენტრში განხორციელებული 6 კოორდინირებული ტერაქტის მსხვერპლი 129 ადამიანი გახდა. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ექსტრემისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

26 წლის სალაჰ აბდესლამი, რომელიც ბელგიაში დაბადებული ფრანგია, 4თვიანი ძებნის შემდეგ 18 მარტს ბრიუსელში, მოლენბეკის კომუნაში დააკავეს. მასთან ერთად დაკავებულია კიდევ 4 პირი. სპეცოპერაციისას აბდესლამი ფეხში დაიჭრა. დაკავების შემდეგ აბდესლამმა განაცხადა, რომ საფრანგეთის ხელისუფლებასთან თანამშროლობისთვის მზად იყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42