10.00 საათზე - პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გუდაურს ეწვევა და კურორტზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნობა.
10:00 საათზე - თბილისის მერი დავით ნარმანია კუს ტბის განახლებულ საბაგიროს გახსნის.
საკონტაქტო პირი - ლილე ხმალაძე 599270646
მის.: კუს ტბის საბაგირო, ქვედა ნაწილი
11:00 საათზე - განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
12:00 საათზე - „ეროვნული ფორუმის“ ლიდერი კახაბერ შარტავა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგზე პირველ განცხადებას გააკეთებს.
მის: ლვოვის 82
საკ: 599 27 29 87 ჯილდა მაჭავარიანი
12:00 საათზე - გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში აკადემიის იუნკერთა ბატალიონში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული 125 იუნკერის ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრებიან.
მისამართი: გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-5 კმ., დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემია.
15:00 საათზე - ,,ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები" პარტიის სრული შემადგენლობით საგანგებო ბრიფინგს გამართავს.
16:00 საათზე - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
16:00 საათზე - დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ორგანიზებით, საარსებო წყაროების ფორუმი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ.
მისამართი: გორი, კარალეთის დევნილთა ჩასახლება, სათემო ცენტრის დარბაზი.
მასალის გამოყენების პირობები






