"ფეოდალური პოლიტიკური პლურალიზმი” – ექსპერტების აზრით, ,,ქართული ოცნების“ დაღმასვლა გარდაუვალია
პოზიცია - 15:11, 11 Oct, 2016     9814
საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერ ოფიციალურად გაფორმებული არ არის, თუმცა უკვე ყველასათვის ცნობილია, ამომრჩევლის გადაწყვეტილებით ვინ რჩება და ვინ ტოვებს პოლიტიკური ცხოვრების მთავარ ლოკომოტივს.

დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკანონმდებლო ორგანოში მინმუმ 4 წლის განმავლობაში „თავისუფალ დემოკრატებსა“ და „რესპუბლიკელებს“ ვერ ვიხილავთ, სამაგიეროდ პარლამენტში მოხვედრის ზღვარზეა ირმა ინაშვილი 5 კაციანი „კამანდით“.

ამის პარალელურად მედიის ყურადღება „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიისკენაა მიმართული, დღეს უნდა გაირკვეს მიიღებენ თუ არა მონაწილეობას ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატები მეორე ტურში და შევლენ თუ არა პროპორციული სიით გასული დეპუტატები პარლამენტში.

სურათი ასეთია: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმათა უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვეს, თუმცა „ქართული ოცნების“ რამდენიმე კანდიდატმა 50-პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა. სწორედ ამიტომ მეორე ტურის გამართვა გახდა საჭირო, სადაც ერთმანეთს ძირითადად „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ კანდიდატები დაუპირისპირდებიან.

სანამ პოლიტიკური პარტიები თვითლიკვიდაციაზე ან სამომავლო გეგმებზე მსჯელობენ. ექსპერტები 8 ოქტომბრის შედეგებს აანალიზებენ.

ექსპერტთა ნაწილი პარლამენტიდან პროდასავლური პარტიების გასვლის ფაქტს არასახარბიელოს უწოდებს:

“შექმნილი მდგომარეობა არ არის მაინცდამაინც ქართული დემოკრატიისთვის სახარბიელო, იმიტომ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ვიღაცა იღებს აბსოლუტურ ძალაუფლებას, ეს არის ძალიან ცუდი საცდური. მიუხედავად საკონსტიტუციო უმრავლესობისა, მათ აქვთ საკმაოდ სუსტი სახალხო ლეგიტიმაცია, იმიტომ, რომ მაქსიმუმ 30% მისცა ამომრჩევლისა ხმა. შესაბამისად, ეს კრიზისის ფორმირების რისკებს არა თუ ძალაში ტოვებს, არამედ საკმაოდ მაღალი ალბათობით ასეთი რისკები სამომავლოდ შეიქმნება,“ - აცხადებს გია ხუხაშვილი.

ზაზა ფირალიშვილი მთავარ პრობლემას არა ორპარტიულ პარლამენტში არამედ, ძველ და მობეზრებული კონფიგურაციაში ხედავს.

„მთავარი, ალბათ, ის კი არ არის, რომ ორპარტიული პარლამენტი მივიღეთ. ასეთი რამე ჩვეულებრივი მოვლენაა ბევრ ქვეყანაში. მთავარი ისაა, რომ კვლავ ძველი და მობეზრებული კონფიგურაცია მობრუნდა. კიდევ ოთხი წელი მოგვიწევს ბევრი ისეთი მავანის ყურება, უფრო სატირული ჟურნალების პერსონაჟებს რომ ჰგვანან. ასეთებმა იმრავლეს კიდეც. ამას დაუმატეთ ისიც, რომ ოპოზიციური ძალა კატეგორიულად არის ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის მიუღებელი და მას მხოლოდ საპროტესტო მუხტის მითვისება და გაფანტვა ძალუძს. როგორც არ უნდა მიწყინონ, ეს ასეა. ხელისუფლებას არ ჰყავს სრულფასოვანი ოპონენტი. ამიტომაც არსებობს საფრთხე, რომ პოლიტიკური ცხოვრება კვლავ შემთხვევითი პოლიტიკური დემაგოგების ხელში ჩავარდება. ასეთი პარლამენტი ქვეყნის სტაბილური განვითარების გარანტი ვერ იქნება.

ისევ იმის იმედი თუ გექნება კაცს, რომ მმართველ პარტიაშიც და ოპოზიციაშიც რამდენიმე ადამიანს მაინც ესმის, თუ რა ცუდი სურათი მივიღეთ. დიდი ვერაფერი იმედია, მაგრამ სხვა რა გზაა?!

ის, რაც ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ხდება, სხვა არაფერია, თუ არა (როგორც ამას უცხოელებმა უწოდეს) "ფეოდალური პოლიტიკური პლურალიზმი." პოლიტიკური პარტიები "ერთადერთი და განუმეორებელი" ფეოდალების ხელშია, კბილებით რომ იცავენ თავის სამფლობელოებს. იდეოლოგიურ ტყუპისცალებს საერთო ენა ვერ უპოვნიათ. მავანთა პიროვნული მესიანიზმით ჩნდება და ქრება კარიკატურული პოლიტიკური წარმონაქმნები. თუ ადრე ამას რაღაც გამართლება მაინც ჰქონდა, დღეს უკვე ამუხრუჭებს ქვეყნის განვითარებას. პოლიტიკურ და პიროვნულ ნარცისიზმზე აღარაფერს ვიტყვი. სამარცხვინოა, ნარცისივით იქცეოდე და ასეთი შედეგები გქონდეს. იდეოლოგიური სნობიზმი და ზერელობა ხომ კიდევ ცალკე პრობლემაა. მოკლედ ვართ იქ, სადაც ვართ”.

„ნიუპოსტი“ კიდევ ერთ ექსპერტს ნოდარ სარჯველაძეს ესაუბრა.

რატომ თვლის ექსპერტი, რომ "ქართული ოცნება" თავისი შესაძლებლობების უმაღლეს წერტილში ავიდა და რატომ პროგნოზირებს ის მმართველი პარტიის დაღმასვლას:

ასეთია ბუნების კანონი: იბადება, იზრდება, მოხუცდება და კვდება. "ოცნების" სლოგანი "თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა" - ქიმერაა. სწრაფი განვითარება ნიშნავს, რომ განვითარების ტემპები უნდა დააჩქარო, მაგრამ ნებისმიერ განვითარებას თავისი შინაგანი ტემპები აქვს და მისი ხელოვნური დაჩქარება ისევე მავნებელია, როგორც ხელოვნური შეჩერება.

დაჩქარებული განვითარების უბადლო ოსტატი სააკაშვილი იყო. თუკი "ქართული ოცნება" განვითარების ტემპებს ხელოვნურად დააჩქარებს, იგივე გზების გამოყენება დასჭირდება, რაც მიშას ჰქონდა, ეს კი ჩვენ უკვე გავიარეთ და ვიცით მისი დამანგრეველი ფასი. მაგრამ საბედნიეროდ "ოცნება" ამას ვერ შეძლებს და დაპირებაც ჩაუვარდება. რაც შეეხება კეთილდღეობას, ეს ხალხმა და ადამიანებმა თვითონ უნდა მოიპოვოს და არა მთავრობამ უნდა მიართვას, რადგან მთავრობის მოტანილ კეთილდღეობას მთავრობავე წაიღებს. რაც მთავარია, პარლამენტსა და ხელისუფლებაში ისევ იქნება კომპეტენტურობის დეფიციტი, ისევ იბოგინებს სიძულვილის ენა და ურთიერთ ლანძღვა-გინება”- მიიჩნევს სარჯველაძე.

ექსპერტი პოლიტიკური თამაშინად ნებსით თუ უნებლიეთ გარიყულ პოლიტიკოსებზეც საუბრობს.

როგორც ნოდარ სარჯველაძემ „ნიუპოსტს“ განუცხადა, ალასანიას წასვლა ქართული პოლიტიკისთვის დიდი დანაკლისია, დავით უსუფაშვილის ადგილი პარლამენტის თავმჯდომარეობის შემდეგ უნივერსიტეტშია, ხოლო პაატა ბურჭულაძე კი კარგ მომღერლად დარჩა.

„ალასანიამ გამოიყენა პოლიტიკიდან დროებით წასვლა, ანუ ახლა ირაკლი შეცდომების გაანალიზების ეტაპზეა, მერე შეიძლება დაბრუდნეს ან თავისი რესიურსები სხვა მიმართულებით გამოიყენოს. კრიზისია და ამ კრიზის დაფიქრება, განრიდება სჭირდება. ეს ისეთი პოლიტიკოსის გადაწყვეტილებაა, რომელიც სიბრძნისკენ მავალი ადამიანია. არ ყვირის, უძრავადაა და ფიქრობს, რომ მერე ძალიან მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინოს საკუთარ ცხოვრებაში.

რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს, მას პოლიტიკოსად არ ვთვლი, ის არის კარგი მომღერალი, რომელიც პოლიტიკოსად ვერ შედგა. სიმართლე გითხრათ, მისი წასვლია რომ დასანანი იქნება, ეს ასე არ არის.

დავით უსუფაშვილზე მწყდება გული, მე მას მივეცი ხმა მაჟორიტარულ არჩევნებზე. ვთვლი, რომ ძალიან დაღვინებული პოლიტიკოსია. ქვეყნისთვის, პარლამენტში ამ ადამიანის ყოფნა, თუნდაც თავმჯდომარის რანგში ძალიან კარგი იქნებოდა. მსგავს კანდიდას ხელისუფლება ვერ იპოვის“ - აღნიშნა სარჯველაძემ.

ექსპერტი „ქართული ოცნების“ განახლებულ სახეებს და პარლამენტის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის შესაძლო დანიშვნასაც ნეგატიურად უყურებს და აცხადებს, რომ:

ივანიშვილს და ამ გუნდს, ფინანსური რესურსები უზარმაზარი აქვთ, მაგრამ მეეჭვება მათი რესურსის, როგორც პოლიტიკოსების. საკუთრივ კობახიძეს რაც შეეხება, რასაც ტელეეთერებში ვუყურებ, მისი გამოსვლები მხოლოდ ღიმილის მომგვრელია. თუ ასე გაგრძელდა, ოცნების ფართომასშტაბიანი ქილიკი გარდაუვალია. ივანიშვილმა შესანიშნავი ბიზნესიმპერია შექმნა, მაგრამ პოლიტიკა სხვა სფეროა, ძლიერი პოლიტიკური პარტიის შექმნის პოტენციალს მე ივანიშვილში ვერ ვხედავ. პოლიტიკაში მის ყოფნას, ჯობია იყოს ბიზნესში, ის შეიძლება კარგი საზოგადო მოღვაწე იყოს, რომელიც სასიკეთო პროექტებს განახორციელებს და არ იქნება პოლიტიკური პარტიის მეთაური, თუმცა ესენი ვერ აცდებიან კარნახს ზემოდან“- აღნიშნა სარჯველაძემ.

მისი თქმით „ქართული ოცნებაც“ ისტორიას ჩაბარდება, მთავარია როგორ შევა ეს პარტია ისტორიაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42