მსგავსი დეფიციტი უკვე არ არსებობს არც ქართულ, არც რუსულ და არც სხვა ქვეყნების მედიაში, მაგრამ მაინც დიდია დაინტერესება ბიძინა ივანიშვილის განვლილი ცხოვრების იმ პერიოდისადმი, როცა ის მედიის ფურცლებზე არ ჩნდებოდა.
სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე "ფეისბუქში" გამოქვეყნდა მისი რამდენიმე პირადი ფოტო ძველი ფოტოთეკიდან, მაგრამ ამჯერად "ნიუპოსტი" გთავაზობთ ექსკლუზიური წყაროებით მოპოვებულ ფოტოებს, სადაც ბიძინა ივანიშვილის ცხოვრების ნაკლებად გახმაურებული პერიოდია ასახული: მისი ახალგაზრდობის წლები.
ფოტოებში არაფერი სკანდალური არ არის: ბიძინა ივანიშვილი მათზე ოჯახის წევრების, მეგობრების გარემოცვაშია, ერთ ფოტოზე კი ის პერიოდია ასახული, როცა დღევანდელი პრემიერი ქარხანაში ფიზიკური შრომით ირჩენდა თავს. ერთ-ერთ სურათზე ბიძინა ივანიშვილი უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ წვევამდელი ასაკის პირებისთვის გათვალისწინებული სამხედრო შეკრების ფორმაშია გადაღებული.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ დღემდე ოფიციალურად გამოქვეყნებულ ბიოგრაფიებში არაფერია ნათქვამი ბიძინა ივანიშვილის მსახურობის შესახებ საბჭოთა არმიის რიგებში.

მასალის გამოყენების პირობები






