თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს პირველი ქართული უახლესი ტექნოლოგიებით დანერგილი სტუდენტური სოციალური ქსელი "istudent.ge" შეემატა.მისი პრეზენტაცია ჯერ კიდევ წინა წელს შედგა. აღნიშნული ქსელი გაშვებული იყო საცდელ რეჟიმში, რამაც საშუალება მისცა შემქმნელებს გამოეკვლია ხარვეზები და გამოესწორებინა. დღეს მისი ვებ ვერსია სრულიად უნაკლოა და მიმდინარეობს ANDROID და IOS სმარტფონებისათვის აპლიკაციების მომზადება, რაც დაახლოებით ერთ კვირაში დასრულდება.
შეგახსენებთ, მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს საქართველოს რეალობაში და თსუ იქნება პირველი უნივერსიტეტი, რომელსაც ექნება საკუთარი სოციალური ქსელი.პროგრამის იდეის ავტორი სანდრო მძინარაშვილია.აღნიშნული პროექტი განხორციელდა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით.
გვერდი დაეხმარება სტუდენტებს ჩაერთონ სტუდენტურ აქტივობებში. გვერდს აქვს აპლიკაცია, რომელიც თითოეულ მომხმარებელს სიახლეებისა თუ ივენთების შესახებ შეატყობინებს. თითოეულ სტუდენტს ექნება თავისი სასწავლო ცხრილი, გაუმარტივდებათ სასწავლო მასალის მოძიება,რადგან ყველა საგნის ელექტრონული ვერსია აიტვირთება გვერდზე.ასევე, შესაძლებელი იქნება სტუდენტებმა ერთმანეთს მისწერონ პირადში და გაცვალონ თავისივე დამუშავებული მასალები.
"istudent.ge" მხოლოდ თსუ-ის სტუდენტებისთვის არის ხელმისაწვდომი და გვერდის მიზანი სტუდენტური ცხოვრებს გამარტივებაა.
მასალის გამოყენების პირობები






