მზად ვიქნებით ვიმუშავოთ დემოკრატიულად არჩეულ ახალ პარლამენტთან - ევროკავშირის მაღალჩინოსნების განცხადება
მსოფლიო - 09:30, 10 Oct, 2016     2780
საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შესახებ, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, , ვიცეპრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი და ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ:

„8 ოქტომბერს საქართველოში საპარალამენტო არჩევნები ჩატარდა. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნის მიხედვით, არჩევნები იყო კონკურენტული, კარგად ორგანიზებული, დაცული იყო ადამიანის ძირითადი უფლებები .

მშვიდ და ღია კამპანიაზე ზეგავლენა იქონიეს განცხადებებმა არაკანონიერი კამპანიის წარმოების შესახებ და ძალადობის ცალკეულმა შემთხვევებმა. ზოგადად, არჩევნების დღე წესრიგის დაცვით მიმდინარეობდა, თუმცა დღის განმავლობაში დაძაბულობამ იმატა და რამდენიმე ძალისმიერ შეხლა–შემოხლას ჰქონდა ადგილი, როგორც საარჩევნო უბნების სიახლოვეს, ასევე თვით საარჩევნო უბნებშიც. თუმცა, ხმის მიცემის პროცესი თითქმის ყველა საარჩევნო უბანშზე დადებითად შეფასდა. ნებისმიერი დარჩენილი ხარვეზი OSCE/ODIHR–ის რეკომენდაციების საფუძველზე უნდა აღმოიფხვრას.

ევროკავშირი ყურადღებით აკვირდებოდა მთელ პროცესს, მათ შორის ხმების ოფიციალური დათვლის პირველად შედეგებს. არჩევნების მეორე ტურისთვის და მეორე ტურამდე ყველა პარტიამ და კანდიდატმა თავი უნდა შეიკავოს დაპირისპირებისა და ძალადობისგან და პატივი სცეს დემოკრატიულ პრინციპებსა და ქართველი ხალხის ნებას.

ევროკავშირი ერთგული მხარდამჭერია საქართველოს სტაბილური, დემოკრატიული და კეთილდღეობით აღსავსე მომავლის. მას შემდეგ რაც საარჩევნო პროცესი დასრულდება, ჩვენ მზად ვიქნებით ვიმუშავოთ დემოკრატიულად არჩეულ ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან მჭიდრო პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად, რომელიც ევროკავშირი–საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით აღებულ ურთიერთვალდებულებზეა დაფუძნებული. მნიშვნელოვანია, რომ ახალ პარლამენტში არჩეულმა ყველა წევრმა ერთად იმუშავოს საქართველოს ინტერესების საკეთილდღეოდ“ - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42