ირაკლი ლომაია: ჩვენი მიზანია, საქართველოში თუნდაც ერთით ნაკლები გაჭირვებული იყოს
საზოგადოება - 20:01, 10 May, 2013     1057


ამის შესახებ ფონდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ირაკლი ლომაიამ ,,ნიუპოსტთან" საუბარში განაცხადა.

news

საქველმოქმედო ფონდი რომლის ოფიციალური სახელია Charity Fund Ca&Ge, დაარსდა და დაფუძნდა კანადაში კერძოდ ქალაქ ოტავაში და სასამართლო გადაწყვეტილების რეზოლუცია დაედო ონტარიოს შტატში. ფონდს ყავს სამი ქართველი დირექტორი, ქალბატონები ნინო მჭედლიშვილი, მედეა ელიკაშვილი და თავად მე, ირაკლი ლომაია. ფონდს ყავს ასევე წარმომადგენლობა საქართველოში, რომელიც სულ ახლახანს საბჭომ დაამტკიცა, როგორც ასპირანტი წარმომადგენელი ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერი პიროვნება გიორგი ჯობავა.

,,ფონდის სახელწოდება ,,კა & გე" შედგენილია ჩვენი წარმომავლობითი ფუძისგან ანუ კა ნიშნავს კანადას და გე ნიშნავს საქართველოს. ხე კი ჩვენი ფესვებია და ამიტომ სიმბოლურად დაედო ჩვენი ფონდის ლოგოს. აქვე კარგად ჩანს ორივე ქვეყნის დროეშების შერწყმაც", - ამბობს ირაკლი ლომაია.

რაც შეეხება ფონდის მისიას, ირაკლი ლომაიას განცხადებით, მისი მიზანია დახმაროს ყველა სოციალურად დაუცველს, ვინც უმძიმეს მდგომარებაში და მართლა სჭიროებს დახმარებას.

,,ფონდის მისია არის საერთაშორისო და არ არის მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე გათვლილი. ჩვენი დაფინანსება იქნება როგორც საქართველოში, ასევე მსფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.

გარდა ამისა პროგრამაში გვაქვს უკვე გათვალისწინებული კანადაში ჩამოსული ადამიანების გვერდში დგომა. ქუჩაში დარჩენილი რეფუჯების (ლტოლვილების) მიღება და თავშესაფრის მიცება -ამას კი ოფიციალურად კანადის წარმომადგენლობა ჩვენი ფონდის მიმართვით აფინანსებს და ვეხმარებით"- აღნიშნა ლომაიამ.

ირაკლი ლომაია ფონდის დაფინანსების შესახებ საუბრობს, ორგანიზაციას ოფიციალურად გრანტებს აძლევს ავსტრალიის წითელი ჯვრის წარმომადგენლობა, კანადის მთავრობა, და სხვადასხვა დონორები.

ორანიზაციის საიტი ამ ეტაპზე ტესტირების რეჟიმშია. ირალი ლომაიას თქმით, ორი დღს წინ დაიწყო საქველმოქმედო აქცია, რომელშიც ცნობილი სახეები იღებენ მონაწილეობას.

,,ვფიქრობთ, რომ ამ ტიპის საქმიანობა ჩვენგან დიდი საჩუქარი იქნება საქართველოსთვის და მოუწოდებთ ყველას,რომ თუ ჩვენ ვთვლით ემიგრანტები მოვალედ თავს,რომ შევიწუხოთ თავი და დავეხმაროთ ქართველებს ასეთივე ვალია ყველასთვის ერთმანეთის თანადგომა, ჩვენ ხომ არ ვითხოვთ არავისგან მატერიალურ დხმარებას, არამედ მხოლოდ გვერდში დგომა გვჭირდება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ,რომ საქართველოში თუნდაც ერთით ნაკლები გაჭირვებული იყოს. ეს არის ჩვენი მიზანი. ასევე აუცილებლად მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი ფონდის სახელით, იმ საზოგადოებას, ვინც უკვე გვერდში დაგვიდგა. ასევე ვთხოვთ და მოვუდწოდებთ ყველა სხვა ცნობილ სახეს, დაგვიდგნენ გვერდით უამრავი გაჭირვებული ადამიანის კეთილი საქმის საკეთებლად. ეს ხომ ელემენტარულია?!.. თვითონ წარმომადგენლობა მალე დავგეგმავთ ასევე საქართველოში ჩამოსვლას და დიდი სურვილი გვაქვს, შევხვდეთ უწმინდესს და ავიღოთ კურთხევა. ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ერი, ამიტომაც დაიწერა ეს იდეა და ვცდილობთ შევასხათ ფრთები"-, განაცხადა ირაკლი ლომაიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42