კანდიდატებმა , რუსეთის, სირიის, ქვეყნის ეკონომიკის, ჯანადცვის და ბუნებრივია, კლინტონის მეილის სკანდალზეც ისაუბრეს.
კლინტონმა ტრამპი რუსეთთან ფინანსურ კავშირებში დაადანაშაულა, მან კი საპასუხოდ კლინტონი სირიაში მეამბოხეების მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მთავარი აქცენტი დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს დამარცხებაზე უნდა იყოს გადატანილი.
დონალდ ტრამპი ჰილარი კლინტონის მეილების სკანდალსაც შეეხო და განაცხადა, შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, კლინტონს დაიჭერს, პირადი მეილებით სახელმწიფო საქმეების შესახებ მიმოწერის გამო.
ტრამპის თქმის, გამარჯვების შემთხვევაში გენერალურ პროკურორს დაავალებს, კლინტონის მეილების საქმე გამოიძიოს.
"ტრამპის ტემპერამენტის გათვალისწინებით, არაჩვეულებრივია, რომ ის ჩენი ქვეყნის კანონმდებლობას ვერ აკონტროლებს" - განაცხადა კლინტონმა.
"მაშინ თქვენ ციხეში იქნებოდით" - უპასუხა ტრამპმა.
კლინტონმა განაცხადა, რომ პირადი მეილებით სახელმწიფო საქმეების შესახებ მიმოწერა შეცდომა იყო და ამის გამო სრულ პასუხისმგებლობას გრძნობს.
სატელევიზიო დებატებისას ტრამპმა ისაუბრა 2005 წელს გაკეთებული ვიდეოჩანაწერის შესახებ, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა და აშშ-ში სკანდალი გამოიწვია. ვიდეოჩანაწერში ტრამპი ქალების შესახებ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს.
აღნიშნულ ვიდეოჩანაწერზე საუბრისას, ტრამპმა განაცხადა, რომ ჰილარი კლინტონის მეუღლე ბილ კლინტონი „გაცილებით უარეს რაღაცეებს აკეთებდა“.
მასალის გამოყენების პირობები






