პროექტში მონაწილე სტუდენტები ტესტირების საფუძველზე შეირჩა, 33 სტუდენტი, ენის ცოდნის დონის მიხედვით გაიყო 2 ჯგუფად და მათ საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის დახმარებით შეისწავლეს გარკვეულ დონემდე ინგლისური ენა.
"Free English Courses" დამთავრდა საბოლოო ტესტირებით, რათა მონაწილეები დაჯილდოვდნენ სერთიფიკატით თუ სიგელით.
საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტი ნოდარ თათვიძე აცხადებს:
"ჩემი აზრით, პროექტი მეტად საინტერესო და ინოვაციურია, რადგან ჩვენ შევძელით დავხმარებოდით სტუდენტებს სრულიად უსასყიდლოდ, რომ შეესწავლათ ინგლისური ენა. მომავალშიც ვიფიქრებთ ანალოგური პროექტების განხორციელებაზე"".
"Free English Courses"-ის ხელმძღვანელი მარიამ ხუტუნიშვილი აცხადებს:
"მოხარული ვიქნები, თუ ამ პროექტს ბევრი მიმდევარი გაუჩნდება და შემდეგში დამფინანსებელიც, რათა ბევრად მასშტაბური სახე მიიღოს, ვიდრე ამ შემთხვევაში ჩვენ შევძელით. ლექციების ჩატარებაში ჩემთან ერთად მონაწილეობას იღებდა ჩვენი თანამოაზრე პეტრე მანველიშვილი და რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ შემდეგშიც მივიღოთ მონაწილეობა ასეთ კეთილ საქმეში და განვახორციელოთ მსგავსი პროექტები."
მასალის გამოყენების პირობები






