გამოცემა “ნოვაია გაზეტას” ჟურნალისტი 48 წლის ანა პოლიტკოვსკაია 2006 წლის 7 ოქტომბერს მოსკოვში, საკუთარი სახლის სადარბაზოში მოკლეს.
ანა მაღაზიიდან შინ პროდუქტებით დატვირთული დაბრუნდა, ლიფტში შევიდა, ბარგის ნაწილი სახლის კართან დატოვა და როცა დარჩენილი პაკეტების ასატანად ბრუნდებოდა, სწორედ იმ დროს ესროლეს.
"მოკლეს რუსეთის სინდისი", "მოკლეს მსოფლიოს ყველაზე ღირსეული ჟურნალისტი" - ამ სიტყვებით ემშვიდობებოდა რუსული და მსოფლიო პრესა ანა პოლიტკოვსკაიას. დაკრძალვაზე ათასობით ადამიანი მივიდა.
პოლიტკოვსკაია ძირითადად ჩეჩნეთის ომზე, მის გამომწვევ მიზეზებზე წერდა. სწორედ ამიტომაც ჟურნალისტის მეგობრები მთავარ ეჭვმიტანილად ჩეჩნეთის პრეზიდენტს, რამზან კადიროვს მიიჩნევდნენ.
2005 წელს, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში ბრალდებულ ორ პირს - ჩეჩენ რუსტამ მაჰმუდოვს და ლომ-ალი გაიტუკაევს. 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა იბრაჰიმ მაჰმუდოვს, 14 წლით - ჯაბრაილ მაჰმუდოს, ხაჯიკურბანოვს კი 20 წლით. მკვლელობაში თანამონაწილეობისათვის 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ასევე ყოფილი მილიციონერს დმიტრი პავლიუჩენკოს.
მასალის გამოყენების პირობები






