მას შემდეგ რაც ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტთან განქორწინების შესახებ სარჩელი შეიტანა და მსოფლიომ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ლამაზი წყვილის დაშორების შესახებ შეიტყო,
მედია ახალი ცნობების მოლოდინშია.
ცნობილი გახდა, რომ ანჯელინა ჯოლი შვილებთან ერთად ე.წ. დახურულ ქალაქში, ლოს-ანჯელესის მახლობლად, ჰიდენ-ჰილსში გადავიდა.
როგორც ტაბლოიდები წერენ, ჯოლი კარდაშიანების ტერიტორიას შეუერთდება. სწორედ კიმ არდაშიანის, კრის და კაილი ჯენერების მეზობელი იქნება ანჯელინა ჯოლი.
დასავლური მედიის ცნობით, ახალი სახლი 8 ათასი კვადრატული მეტრის ტერიტორიას მოიცავს. ჯოლის სახლის ქირაობა თვეში 30 ათასი დოლარი დაუჯდება. ამჟამად მსახიობი შვილებთან ერთად მალიბუში ცხოვრობს.
შეგახსენებთ, ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის 12 წლიანი ოჯახის დანგრევის ერთ-ერთ ვერსიად თავიდანმე ბავშვები დასახელდა. კერძოდ ბავშვების აღზრდაში ბრედის მეთოდები. შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ჯოლიმ პიტთან დაშორების გადაწყვეტილება, ბრედის მიერ მათი ერთ-ერთი შვილის მედოქსის ცემის გამო მიიღო.
გავრცელებული ცნობით, წყვილი შვილებთან ერთად საფრანგეთიდან ლოს ანჯელესში კერძო თვითმფრინავით მიფრინავდა. 15 წლის მედოქსთან კამათისას მწობრიდან გამოსულმა ბრედმა მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი გაარტყა
გამოცემის თანახმად, ანჯელინას შვილებზე ყოველგვარი უფლება სურს თუმცა სასამართლოსგან ითხოვს, მისი 6 შვილის მამას ბავშვებთან ვიზიტები დაუნიშნოს.
მეორე ვერსიით, "ბრანჯელინას" დასასრულის მიზეზი ფრანგი მსახიობის მარიონ კოტიარის და ბრედ პიტის რომანი გახდა. კოტიარი ბრალდებას გამოეხმაურა და პიტთან ყოველგავრი კავშირი უარყო. მისი თქმით, ძალიან დიდი აპტივს სცემს წყვილს. მარიონის თქმითვე, მის ცხოვრებაში ერთადერთ მამაკაცი მისი შვილის მამა, მსახიობი გიიომ კანეა, რომლისგანაც მეორე შვილს ელოდება.
გამოცემა Mirror-მა განქორწინებამდე ერთი კვირის წინ გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, რომელზეც ბედნიერი წყვილი და მათი გოგონა შაილოა ასახული ასახული. ანჯელინა და ბრედი ერთმანეთს ეხუტებიან და შესაძლო განქორწინების აშკარად არაფერი ეტყობათ.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრდ პიტმა ანჯელინას გადაწყვეტილების შესახებ არაფერი იცოდა და დოკუმენტაციის შევსების დღეს გაიგო.
ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის რომანი 2005 წელს, ფილმ "მისტერ და მისის სმიტების" გადაღებაზე დაიწყო, რომელშიც მსახიობები მთავარ როლებს ასრულებდნენ.
წყვილს 6 შვილი ჰყავს. აქედან სამი ნაშვილებია. ბრედმა ანჯელინას 3 ნაშვილები ბავშვი მედოქს ჩივანი (05.08.01წ.), პაქს ტიენი (29.11.03წ.), ზაჰარა მარლი (08.01.05წ.) იშვილა.
თანაცხოვრების პერიოდში კი მათ სამი შვილი გაუჩნდათ შაილო ნუველი (27.05.06წ), ტყუპები –ნოქს ლეონი და ვივიენ მარშელინი (12.07.08წ.)
ანჯელინა და ბრედმა 2014 წელს იქორწინეს.
მასალის გამოყენების პირობები






