აღნიშნულ ფაქტზე დისციპლინური მოკვლევა დაიწყო. აბდესლამმა უარი თქვა აღნიშნული საუბრის ფაქტი დაედასტურებინა, მეორე დაკავებული ციხის ადმინისტრაციამ სხვა საკანში გადაიყვანა.
13 ნოემბრის ტერაქტთან დაკავშირებით, საფრანგეთის პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის წევრი ოლივიე ფალორნის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არაა, რაც აბდესლამი სხვა პატიმრებთან კონტაქტზე გავიდა.
„სალაჰ აბდესლამი მხოლოდ სასამართლოში დუმს. ციხის შიდა წყაროებიდან მიღებული ცნობით აბდესლამის მხრიდან არანაირი სინანულს ადგილი არ აქვს. ის ზოგიერთ პატიმარს გმირადაც კი მიაჩნია“- განაცხადა ფალორნიმ.
შეგახსენებთ 2015 წლის 13 ნოემბერს საფრანგეთის დედაქალაქში, ტერაქტი 6 ადგილზე მოხდა. აბდესლამის და მისი თანამზრახველების მიერ განხორციელებულ აფეთქებებს 137 ადამიანი ემსხვერპლა, 400 მდე ადამიანი კი დაიჭრა. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ე.წ „ერაყისა და ლევანტის ისლამურმა სახელმწიფომ“ ISIS-მა აიღო. თვითმკვლელი ტერორისტებიდან ცოცხალი მხოლოდ სალაჰ აბდესლამი გადარჩა, მან სტად დე ფრანსის სტადიონთან თავის აფეთქება ბოლო მომენტში გადაიფიქრა. აბდესლამი ბრიუსელში ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში 2016 წლის მართის თვეში დააკავეს და მისი საფრანგეთში ექსტრადირება მოახდინეს.
აბდესლამი 27 წლის მაროკეული წარმოშობის ფრანგია. ის ბელგიაშია დაბადებული.
მასალის გამოყენების პირობები






