ლარის დევალვაცია გარდაუვალია - რა ელის ეროვნულ ვალუტას არჩევნების შემდეგ?
პოზიცია - 13:09, 07 Oct, 2016     33272
ლარის გაუფასურება კვლავ რისკის ქვეშ დგას, რა ელის საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეროვნულ ვალუტას? - ამ კითხვაზე ეკონომიკის ექსპერტებისაგან არც თუ ისე ოპტიმისტური პასუხები ისმის.

იმისათვის, რომ ლარის კურსი 2.35 ნიშნულის დონემდე შენარჩუნებულიყო, ეროვნულ ბანკს უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში 100 მილიონი დოლარის გაყიდვა დასჭირდა. თუმცა, სებ-სა და მთავრობაში ლარის დევალვაციას ერთჯერადი მიზეზებით ხსნიან და მიმდინარე მოვლენებში ვერავითარ საშიშროებას ვერ ხედავენ.

ორი კვირის განმავლობაში კურსის მოჩვენებითი სტაბილურობა იყო სახეზე, თუმცა უკანასკნელი დღეების მანძილზე ლარმა დევალვაცია კვლავ დაიწყო. აღნიშნულ პროცესებზე ეროვნულ ბანკს "თვის სიმართლე" აქვს: სებ-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, ხოლო ეროვნული ბანკის ინტერვენციების ერთ-ერთი მიზანი გაცვლითი კურსის ჭარბი მერყეობების შემცირებაა:

„საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, ხოლო ეროვნული ბანკის ინტერვენციების ერთ-ერთი მიზანი გაცვლითი კურსის ჭარბი მერყეობების შემცირებაა. შესაბამისად, როდესაც ცალკეული მსხვილი ნაკადები პოტენციურად იწვევენ კურსის გადაჭარბებულ მერყეობას, და თუ ფუნდამენტური ფაქტორები იძლევა ამის შესაძლებლობას, ეროვნული ბანკი ინტერვენციებით ცდილობს მის შერბილებას. ამ ეტაპზე ეროვნულ ვალუტაზე საგარეო შოკის გავლენა ამოწურულია და კურსის მერყეობა გამოწვეულია მხოლოდ დროებითი ფაქტორებით – რამდენიმე მსხვილი ტრანზაქციით, რასაც თან ერთვის წინასაარჩევნო მოლოდინები. სწორედ ამ მოკლევადიანი მერყეობების შესარბილებლად განხორციელდა ბოლო ინტერვენციები. მსგავსი ჩარევები ეროვნულ ბანკს ადრეც განუხორციელებია და, ბუნებრივია, მომავალშიც განახორციელებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი ჩაერევა ნებისმიერი მერყეობის დროს”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ლარის კურსის გაუფასურება და მისი ბედი არჩევნების შემდეგ - „ნიუპოსტი“ ამ ყოველივეს შესაფასებლად ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში პაატა შეშელიძეს დაუკავშირდა. ექპერტის განცხადებით, ყოველივე მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული. ამ ეტაპზე კი ეროვნულ ბანკს კურსის შემცირება აქვს ჩაფიქრებული, რაც, მისი თქმით, არასწორი პოლიტიკაა, რადგან დევალვაციის ნეგატიური ტალღა ამ ნაბიჯის გამო კვლავ დაბრუნდა:

„ყველაფერი დამოკიდებულია მოვლენათა განვითარებაზე, თუმცა, ეროვნულ ბანკს აქვს ყველა მექანიზმი იმისათვის, რომ წინმსწრებად მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელიც მნიშვნელოვან რყევებს აგვარიდებს. 2008 წელს, როდესაც საქართველო სამხედრო კონფლიქტში იყო ჩართული, გზები დაიკეტა, კომუნიკაცია შეწყდა, საქართველოში ეროვნული ბანკის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა არ მისცა საშუალება არც იმას, რომ კურსი გაუფასურებულიყო და არც იმას, რომ საბანკო სექტორი ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩენილიყო. კურსი იყო დაფიქსირებული ამერიკულ დოლართან მყარად და შემდეგ იყო მისი უზრუნველყოფა ეროვნული ბანკის ხელქვეშ არსებული უცხოური რეზერვით. მართალია რეზერვის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიხარჯა, მაგრამ გადარჩა ქართული ეკონომიკა და არ შექმნა ფინანსური კრიზისი.

ახლა ჩაფიქრებული აქვთ შემცირება, დაიწყეს კიდეც, რაც არასწორია, ისევ დაბრუნდა ლარის დევალვაციის ნეგატიური ტალღა. ეს უტვინო პოლიტიკა უნდა შეწყდეს, არაკომპეტენტურმა ადამიანებმა არ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება“, - აცხადებს ექპერტი.

შეშელიძე ჩვენთან საუბრისას ხაზს უსვამს იმ ნაბიჯებს, რომლებიც უნდა იქნას გადადგმული იმისათვის, რომ შესაძლო ნეგატიური სცენარი თავიდან იქნეს აცილებული:

„თუ გვსურს, რომ თავი დავიზღვიოთ შესაძლო ნეგატიური სცენარისაგან, დღეს არის ბოლო სამუშაო დღე და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებია მისაღები. უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება არაფორმალურად მაინც, თუ არ იქნება დეკლარირებული, რომ კურსი არ შეიცვლება და ეროვნულ ბანკს ექნება მზაობა, შეინარჩუნოს არსებული კურსი რეზერვების ხარჯზე. უნდა შეწყვიტოს რეფინანსირების სესხის გაცემა და სხვა ისეთი ოპერაციები, რომლებიც ფულის ბაზარზე ირიბად გავლენას მოახდენს. მაგალითად თავი უნდა შეიკავოს ფასიანი ქაღალდების შეძენისგან და თვითონაც არ გაყიდოს. პირდაპირი თუ ირიბი ფორმით არ უნდა გაზარდოს ფულის მასა. ეს ყველა კომპონენტი მისცემს ნიშანს ბაზარს, რომ ეროვნული ბანკი არ მისცემს საშუალებას გარე ფაქტორებს, რომ ნეგატიურად იმოქმედოს ლარის კურსზე. ეს არის ის ნაკრები, რომელიც თანმიმდევრულად უნდა გაკეთდეს.

თუ დავინახავათ, რომ ქვეყანაში უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებია, უნდა მოხდეს მარტივი გადაწყვეტილების მიღება. თავი უნდა დავიზღვიოთ რომელიმე ავანტურისტი პოლიტიკოსის გადაწყვეტილებისგან, ეროვნულმა ბანკმა უბრალოდ უნდა გამოისყიდოს ლარი არსებული კურსით. რაც გააქრობს საშუალებას იმისას, რომ ვიღაცას ლარით მანიპულირების უფლება მიეცეს. ყველას ექნება დოლარი და ადგილობრივ ხელისუფლებას ხელი აღარ მიუწვდება მის მანიპულირებაზე“, - განმარტავს პაატა შეშელიძე.

რაც შეეხება გრძელვადიან პოლიტიკას, რომელიც ეროვნულ ბანკს პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება, ექსპერტი გამოსავალს რეფინანსირების განაკვეთის საერთოდ გაუქმებაში ხედავს:

„საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს რეზერვირების განაკვეთები განსხვავებული ლარსა და უცხოურ ვალუტებზე. თუ გრძელვადიან პოლიტიკაზე ვისაუბრებთ, რეფინანსირების განაკვეთის საერთოდ გაუქმება იქნებოდა საუკეთესო გზა. განაკვეთის შემცირება ბაზარზე არასწორ სიგნალებს აძლევს მონაწილეებს და შესაბამისად, პოლიტიკაც არასწორად ვითარდება. კომერციულმა ბანკებმაც უნდა მიმართონ ღია ბაზარს და არა ეროვნულ ბანკს. ეს არის გრძელვადიანი პერიოდის ამოცანა“, - აღნიშნავს შეშელიძე ჩვენთან საუბრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42