17 მაისს ლგბტ აქციას მეორე აქცია დაუპირისპირდება
საზოგადოება - 12:38, 10 May, 2013     913


ეროვნული ფრონტის მიმართვა

 

17 მაისს ქართველ პატრიოტთა არასამთავრობო ორგანიზაცია "ეროვნული ფრონტი" თბილისში საქართველოს პარლამენტის ყოფილი შენობის წინ გამართავს აქციას ქვეყანაში სექსუალურ უკუღმართობათა პროპაგანდის, აგიტაციის, ტირაჟირების და რეკლამირების აკრძალვის მოთხოვნით.

 

სამწუხაროდ, დღეს, მსოფლიოს ეკონომიკურად დაწინაურებულ ქვეყნებში აქტიურად აკანონებენ სოდომ-გომორულ ცოდვას და ცხოვრების წესს, სახავენ რა მის სხვადასხვა გამოვლინებას ბუნებრივ და მისაღებ წესად და მოითხოვენ ამ წესის არა მხოლოდ შემწყნარებლობას, არამედ აღიარებას, პროპაგანდას და ფართოდ დამკვიდრებას. მეტიც, მთელ რიგ ქვეყნებში ერთსქესიანთა ქორწინება კანონმდებლობით იქნა დაშვებული მიუხედავად მოსახლეობის ფართომასშტაბიანი პროტესტისა. "ეროვნული ფრონტი" თვლის, რომ გლობალისტური ეკონომიკური კლანების მიერ ნასაზრდოები და დაფინანასებული ე.წ. ლგბტ (ლესბოსელების-გეების-ბისექსუალების-ტრანსსექსუალების) მოძრაობა ანტიჰუმანურ და ანტიქრისტიანულ მიზნებს ემსახურება და ბუნებისა და ღვთის მიერ დადგენილი კანონების წინააღმდეგაა მიმართული.

 

მაშინ, როდესაც გრანტებს მოწყურებული და დახარბებული ათასი ჯურის არასამთავრობო ორგანიზაცია ე.წ. სექსუალურ უმცირესობათა უფლების დაცვაზე ზრუნავს, მათ ავიწყდებათ, რომ სწორედ ისინი ემსახურებიან ანიტიჰუმანურ, ანტიადამიანურ და ღვთისსაგმობ მიზნებს. ნაცვლად იმისა, რომ ცოდვაში ჩავარდნილ და გზასაცდენილ ადამიანებს სწორ გზაზე შემობრუნებასა და გარყვნილების ჭაობიდან თავდაღწევაში დაეხმარონ, პირიქით, ისინი ახალისებენ და ხელს უწყობენ ამ ადამიანების სულიერ კვდომას და ცდილობენ ხელი მოითბონ ამ ადამიანების უბედურებაზე.

 

"ეროვნული ფრონტი" დაუშვებლად მიიჩნევს ამ ცოდვის და გარყვნილების პროპაგანდას, ტირაჟირებას, რეკლამირებას. მიგვაჩნია, რომ მსგავსი საქმიანობა წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოების საკითხს, რადგან საფრთხე ექმნება ქართველთა მომავალი თაობის ღირსეულად აღზრდას, ქრისტიანულ და ქართულ ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობას.

 

აქედან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას აიკრძალოს სექსუალურ უკუღმართობათა პროგანდა, ტირაჟირება, რეკლამირება!

 

ქართველი ადამიანი ვერასოდეს შეურიგდება წინაპართა სისხლით მორწყულ მიწაზე ჰომოსექსულიზმის და სხვა სექსუალურ უკუღმართობათა დაკანონებას, ვერ შეურიგდება, თუნდაც ევროპის კავშირში გაწევრიანების სანაცვლოდ!!! ქართველი ადამიანის დამოუკიდებლობისთვის და ეროვნული თავისუფლებისთვის ბრძოლა ყოველთვის ეფუძნებოდა ქართული და ქრისტიანული სახელმწიფოს მშენებლობის იდეას და არა ფსევდო-დემოკრატიისა და ფსევდო-ლიბერალური ღირებულებების ნიღაბქვეშ მოქმედი გლობალისტური ფინანსურ-ეკონომიკური კლანების ინტერესებს.

 

ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე, "ეროვნული ფრონტი" მოუწოდებს ქართულ საზოგადოებას 17 მაისს დილის 9 საათიდან შევიკრიბოთ რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის ყოფილი შენობის წინ და ერთად მოვითხოვოთ აიკრძალოს სექსუალურ უკუღმართობათა პროპაგანდა.

 

ევგენი მიქელაძე

"ეროვნული ფრონტის" გამგეობის თავმჯდომარე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42