„აეროპორტი შექმნის ახალ შესაძლებლობებს რაჭის განვითარებისთვის“ - დიმიტრი ქუმსიშვილი
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:06, 06 Oct, 2016     2194
ამბროლაურში აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი გაიხსნა. საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იმ საჰაერო ხომალდის მგზავრები იყვნენ, რომელიც ახლად გახსნილ ასაფრენ ბილიკზე პირველად დაეშვა. 1,100-მეტრიან ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, რომლის სიგანე 30 მეტრია, შეზღუდვის გარეშე L 410 (19-ადგილიანი) ტიპის საჰაერო ხომალდების მიღება შეეძლება.

პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აეროპორტის ამოქმედება მნიშვნელოვანია რაჭის განვითარებისთვის, განსაკუთრებით, ადგილობრივი ტურისტული სექტორისთვის.

„ამბროლაურში აეროპორტის აშენების ინიციატივა საქართველოს პრემიერ მინისტრს ეკუთვნოდა და დღეს ეს ინიციატივა უკვე ხორცშესხმულია“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი თქმით, დაახლოებით ერთი თვის წინ, პირველ სექტემბერს აღნიშნული ინფრასტრუქტურული ობიექტის მშენებლობის დაწყების საკითხი საქართველოს მთავრობის სხდომაზე იყო განხილული, დღეს კი ამბროლაურში ექსპლუატაციაშია შესული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აეროპორტი შექმნის ახალ შესაძლებლობებს რაჭის მოსახლეობისთვის.

პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ამბროლაურში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ასაშენებლად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობდა. დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ორგანიზაციას, რომლებიც ჩართულნი იყვნენ მშენებლობის პროცესში, მათ შორისაა კომპანია „ბლექსი გრუპი“ და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“.

პროექტის უპრეცენდენტო მოკლე ვადებში განხორციელების მიზნით, მხოლოდ ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის შპს “კომპანია ბლექ სი გრუპის” მიერ ადგილზე მობილიზებული იყო 60 ერთეულამდე სპეცავტოტექნიკა, ასევე დასაქმდა 125 ადამიანამდე, საიდანაც 75 ადამიანი ადგილობრივი მოსახლე იყო.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 10 000 000 ლარზე მეტს შეადგენს. მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება ამბროლაურის აეროპორტის ტერმინალის მშენებლობა, რომელიც გათვლილია 50 მგზავრზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42