ზაზა გაბუნია: ხელისუფლება ენერგეტიკის სფეროში დიდ ფულს შოულობდა
პოზიცია - 17:16, 25 Oct, 2012     717


_ ბატონო ზაზა, ერთ-ერთი პირველები, ვინც ტარიფების გაიაფებაზე ალაპარაკდა, იყვნენ ქრისტიან-დემოკრატები. თქვენმა პროგრამამ დაბალ ტარიფებთან დაკავშირებით რატომ ვერ გაამართლა?
_ ვერ გაამართლა- არასწორი შეფასება, უფრო სწორი იქნებოდა, რომ გვეთქვა, ვერ განხორციელდა. იმიტომ, რომ ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას არ მიეცა საშუალება, მოსულიყო ხელისუფლების სათავეში. ნებისმიერმა პოლიტიკურმა ძალამ თავისი დანაპირები რომ განახორციელოს, ამისთვის მას სჭირდება მმართველობაში მოსვლა.
_ დღეს საზოგადოება აქტიურად ალაპარაკდა დაბალ ტარიფებზე, რამდენად არის შესაძლებელი, რომ ,,ქართულმა ოცნებამ” თავისი წინასაარჩევნო დანაპირები შეასრულოს?
_ ,,ქართული ოცნება” რომ არ მოსულიყო ხელისუფლების სათავეში, ის ვერ ილაპარაკებდა დღეს თავისი პროგრამების განხორციელებაზე. ტარიფების გაიაფება რომ შესაძლებელი იყო, ჩვენი პოლიტიკური პარტია ამაზე ბევრად უფრო ადრე საუბრობდა. ამასთან დაკავშირებით ჩვენს გუნდს ჰქონდა კონკრეტული სქემა, დაანგარიშებული და გათვლილი იყო ყველაფერი, თუ როგორ უნდა ყოფილიყო ქვეყანაში დაბალი ტარიფები. ამის შესაძლებლობას კი მოგვცემდა ქვეყანაში თავისუფალი ენერგეტიკული პოლიტიკა. ახალი ხელისუფლების პირობებში კი შესაძლებელი გახდა, რომ გადაიხედოს ტარიფების პოლიტიკა და მე ვარ დარწმუნებული, რომ ქვეყანაში ტარიფები დაიწევს, რადგან ამის რეალური რესურსი ნამდვილად. არსებობს. საკრებულოში სამკაციანი ფრაქციით ჩვენ დაპირებას კი დაბალ ტარიფებთან დაკავშირებით ნამდვილად ვერ განვახორციელებდით.
_ რატომ ძვირდებოდა წინა ხელისუფლების პირობებში ტარიფები, თუ ამის რეალური საჭიროება არ იყო?
_ ამას მარტივი პასუხი აქვს. ეს არის სფერო, საიდანაც შესაძლებელია დიდი ოდენობით თანხების შოვნა. ნაციონალური მოძრაობა კი, ამას ძალიან კარგად ახერხებდა, ენერგო მარეგულირებელი კომისიიდან, რომელიც აწესებდა და ადგენდა ფასებს. იმისთვის, რომ ამ ადამიანებს ეშოვათ ბევრი ფული, შესაბამისად ტარიფები იყო ხელოვნურად გაზრდილი. ბევრი ადამიანი ,,ნაციონალური მოძრაობიდან” სწორედ ამ ბიზნესიდან გამდიდრდა. რადგან მათი ბუნება იყო სწორედ ის, რომ ყველაფრიდან რაც შეიძლება მეტი სარგებელი ენახათ._ როგორც ექსპერტმა ენერგეტიკის საკითხებში, ლიანა ჯერვალიძემ განაცხადა, ,,პოლიტიკური ჯგუფების მიერ ტარიფების შემცირებისაკენ მოწოდება შეიძლება შეფასდეს, როგორც ზეწოლა” და ტარიფების შემცირება პოლიტიკურ ნებაზე არ არის დამოკიდებულიო. თქვენც ასე ფიქრობთ?
_ მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ქალბატონ ლიანას, ის უდავოდ სპეციალისტია ამ დარგში, თუმცა ვერ დავეთანხმები მის მოსაზრებას. წინა ხელისუფლების მხრიდან, ენერგო ტარიფების ფასები იყო ხელოვნურად გაზრდილი. ფასების გაზრდის პრობლემა წარმოქმნილია გურამ ჩალაგაშვილის მეშვეობით, რომელიც არის ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე და რომრლიც პირნათლად ასეულებდა ნაციონალური მოძრაობის დაკვეთებს. თუკი მარეგულირებელი კომისია იქნება დაკომფლექტებული წესიერი ხალხით, მაშინ ბენებრივია, ხელოვნურად აღარ იქნება გაზრდილი ქვეყანაში ტარიფები და შესაბამისად ფასებიც გაიაფდება.
_ ქვეყანაში, რომ გაიაფდეს ტარიფები, ბიუჯეტიდან ამისთვის დამატებითი თანხების გამოყოფა არ არის საჭირო?
_ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პრობლემა იყო ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის მიერ ხელოვნურად გაზრდილი ფასები. ამიტომ საჭიროა, რომ ხელახლა გადაიხედოს მათი პოლიტიკა, შეიცვალოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის შემადგენლობა, მათი ხელმძღვანელის ჩათვლით. ისინი ანგარიშვალდებული უნდა იყვნენ ხალხთან და არა იმ ხელისუფლების წარმომდგენლებთან, რომლებმაც ბევრი ფული იშოვეს ენერგეტიკის სფეროში. და ამ ყველაფრის შემდგეგ კი აუცილებლად შემცირდება ტარიფები. წინა ხელისუფლების პოლიტიკა იყო- ყველაფრისგან ეშოვათ ფული. ეს არ არის სწორი გზა და არ არის კარგი. ეს არის არაკეთილსინდისიერი მეთოდი, მაშინ როცა ქვეყანაში არის ასეთი მძიმე სოციალური ფონი და მოსახლეობას არ აქვს გადასახადების გადახდის საშუალება. კეთილი ინებოს გურამ ჩალაგაშვილმა- დაწეროს განცხადება და გადადგეს. მან ასევე ბოდიში უნდა მოუხადოს ქართულ საზოგადოებას, რომ ასე გაუგონარ ფასებს აწესებდა ენერგომატარებლებზე. ახალმა ხელისუფლებამ კი პატიოსანი ადამიანებით უნდა დაკომპლექტოს ეს კომისია. თუ ეს ყველაფერი მოგვარდება და გადაიხედება, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, ტარიფების ფასები დარეგულირდება და შესაბამისად გაიაფდება.
ლალი წიკლაური

 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42