ჩინეთის კომერციის მინისტრი: „სულ მალე ჩინელი ხალხი კიდევ უფრო მოსახერხებელი გზებით დააგემოვნებს ცნობილ ქართულ ღვინოს“
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:12, 05 Oct, 2016     1711
„ადვილად შეიძლება ვიწინასწარმეტყველოთ, რომ სულ მალე ჩინელი ხალხი კიდევ უფრო მოსახერხებელი გზებით დააგემოვნებს ცნობილ ქართულ ღვინოს, ცნობილ მინერალურ წყლებს, ბოსტნეულსა და ხილს“, - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრმა გაო ხუჩენმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე. იგი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, რომლის დროსაც ხელი მოაწერა მემორანდუმს საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასრულების შესახებ.

ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 2015 წლის დეკემბერში დაიწყო. მას შემდეგ ოფიციალური მოლაპარაკებების სამი რაუნდი და სამი არაოფიციალური თათბირი ჩატარდა, რის შედეგადაც მხარეები შეთანხმების არსებით შინაარზე ჩამოყალიბდნენ. შეთანხმებაში საუბარია საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობაზე, ინტელექტუალურ საკუთრებასა და ნორმატივებზე. მათ შორის, შედარებით ახალ თემებს, როგორიცაა ელექტრონული ბიზნესი. გაო ხუჩენის შეფასებით, შეთანხმების შინაარსი არის ძალიან ყოვლისმომცველი, მაღალი დონის და ორივე მხარისთვის თანაბრად სასარგებლო.

„ჩვენ გვჯერა, რომ ჩინური მხარე დააჩქარებს ქვეყნის შიდა პროცედურების წარმოებას და სულ მალე ჩვენი ურთიერთობები გადავა ახალ სიმაღლეზე“, - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრმა გაო ხუჩენმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42