საქართველომ ტრანსპორტის სფეროში მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწია
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:25, 05 Oct, 2016     1521
„ქართული დროშის ქვეშ მცურავ გემებს შეეძლება, აწარმოოს გადაზიდვები ზედმეტი გადასახადისა და ტარიფის გარეშე ჩინეთის პორტებში,“ - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ბრიფიგზე, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასრულების მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ გაიმართა.

აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოსაწერად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრი გაო ხუჩენი ჩამოვიდა.

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა ჩინურ მხარესთან ტრანსპორტის სფეროში მიღწეულ შეთანხმებას „ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“ უწოდა. აღნიშნული შეღავათი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ შევა ძალაში. კერძოდ, იმისათვის, რომ ქართველმა და ჩინელმა მეწარმეებმა ისარგებლონ აღნიშნული შეთანხმებით, დარჩენილია მხოლოდ შეთანხმების ხელმოწერა და შესაბამისი შიდა პროცედურების დასრულება. დიმიტრი ქუმსიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცედურებიც ისევე ეფექტურად განხორციელდება, როგორც მოლაპარაკებების პროცესი.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება წარმოადგენს იმის მნიშვნელოვან მტკიცებულებას, რომ საქართველო იბრუნებს თავის ისტორიულ ფუნქციას, რაც გულისხმობს ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი როლის შესრულებას, როგორც სატრანზიტო ქვეყანა,“ - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ჩინეთის ინიციატივა, რომელიც გულისხმობს აბრეშუმის გზის ახალი კონცეფციის განვითარებას (ერთი გზა ერთი სარტყელი, one road – one belt) კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს არსებული სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

2015 წლის მარტში საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს „ახალი აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის შესახებ“ რომელიც ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას, საინვესტიციო თანამშრომლობის გაძლიერებას, ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით თანამშრომლობის ხელშეწყობას და ფინანსური მხარდაჭერის დონის გაზრდას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42