აღნიშნული შესაძლებლობა ქართულ ტურისტულ კომპანიებს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედების შემდეგ შეეძლებათ.
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური, კულტურული და სავაჭრო ურთიერთობები ჯერ კიდევ აბრეშუმის გზის დასაბამიდან იღებს სათავეს. მისი განცხადებით, „სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები, რომელსაც საფუძველი ქართველმა და ჩინელმა ხალხმა ჩაუყარა, დღესაც გრძელდება და უფრო მეტ ძალას იკრებს, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში.“
„შეთანხმება მოიცავს ვაჭრობის ყველა სფეროს და ქმნის ეფექტურ ბაზისს ორი ქვეყნის მეწარმეებს შორის ურთიერთობების განვითარებისათვის, რაც ჩვენი რწმენით, მიმართული იქნება ჩინელი და ქართველი ხალხისათვის ეკონომიკური სარგებლის და კეთილდღეობის მოტანისაკენ,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






