"ქართული პროდუქციის დაახლოებით 94 პროცენტი ჩინეთში საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლდება"- ქუმსიშვილი
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:36, 05 Oct, 2016     1773

“ორივე მთავრობის მიერ განხორციელებული ეფექტური სამუშაოს შედეგად, ჩვენ შევძელით და უმოკლეს დროში, 7 თვეში, დავასრულეთ მოლაპარაკებები ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე,“ – განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე. მან ჩინეთის მხარეს მოლაპარაკებების მიმდინარეობისას გამოჩენილი კონსტრუქციულობისათვის მადლობა გადაუხადა.

პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, შეთანხმება მოიცავს ვაჭრობის ყველა სფეროს და ქმნის ეფექტურ ბაზისს ორი ქვეყნის მეწარმეებს შორის ურთიერთობების განვითარებისათვის, რაც ჩვენი რწმენით, მიმართული იქნება ჩინელი და ქართველი ხალხისათვის ეკონომიკური სარგებლის და კეთილდღეობის მოტანისაკენ.

„ჩინეთთან მიღწეული შეთანხმების შედეგად ჩინეთში იმპორტისას ჩვენი პროდუქციის დაახლოებით 94 პროცენტი გათავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან. მათ შორის არის სოფლის მეურნეობიდან ისეთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქცია როგორიცაა ღვინო, ბრენდები, თხილი, თაფლი, მინერალური წყალი, ლუდი, უალკოჰოლო სასმელები, ჯემები, წვენები, ყველანაირი ბოსტნეული, ხილი სრულად, შოკოლადის ნაწარმი, ჩაი, თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები, მარცვლეული და ასევე სამრეწველო პროდუქციებიდან სამკურნალო საშუალებები, კაბელები, პლასტმასის პროდუქცია, აზოტოვანი და მინერალური სასუქების სახეობები, სარეცხის მანქანები, ფერო-სილიკომანგანუმი, ლოკომოტივები და ა.შ,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის ბოლო სამი წლის განმავლობაში ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები ზრდის ტენდენციით გამოირჩევა. 2016 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს პარტნიორ ქვეყნებს შორის ბრუნვის მიხედვით მე-4 პოზიციაზეა, ხოლო ექსპორტის მიხედვით მე-3 ადგილზეა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 51%-ით და საქართველოს მთლიან ექსპორტის 9% შეადგინა.

პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პროდუქციის ექსპორტის ზრდა, როგორიცაა: ღვინო, სპირტიანი სასმელები, ლუდი, მინერალური წყლები და სხვა. ჩინეთში ღვინის ექსპორტმა მიმდინარე წლის რვა თვის მონაცემებით 3 მლნ. ბოთლს გადააჭარბა, რაც 158%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, სპირტიანი სასმელების ექსპორტი გაიზარდა 16-ჯერ, ხოლო ლუდის ექსპორტი 17-ჯერ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42