შემთხვევა გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში მოხდა.მოკლულია რომან აკობია.
ადგილობრივ მცხოვრებთა განცხადებით, აკობია იატაკზე დააკრეს, ხელ-ფეხი დაუსერეს და სხვადასხვა მეთოდით აწამეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიით, სასტიკი დანაშაული პირად მოტივებს უკავშირდება.
არსებობს ვერსია, რომ აკობიას ოჯახში შეჭრა შეთანხმებული იყო აფხაზური მილიციის წარმომადგენლებთან, რის გამოც ისინი სოფელში არ გამოჩენილან. დანაშაულში ეჭვმიტანილების ვინაობა უკვე ცნობილია. სახელდება მათი გვარები: ხარჩილავა, ლემონჯავა, ფარულავა და ხაჟალია. ცნობილია ასევე ისიც, რომ ისინი ოთხი თვის წინ გათავისუფლდნენ საპყრობილიდან ამნისტიის საფუძველზე, კერძოდ, მათ ვადამდელი გათავისუფლება, ე.წ. უდო შეეხოთ.
ყველა თავდამსხმელი გალის რაიონის სხვადასხვა სოფლის მკვიდრია და კრიმინალურ საქმიანობაში მანამდეც იყვნენ შემჩნეული. ბოლო სასჯელს ეჭვმიტანილები ჯგუფური ყაჩაღობისთვის იხდიდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






