ვის აწყობს ქაოსი? - ,,მესამე ვერსია“ და სახელმწიფო საფრთხე, რომლისთვისაც თვალის გასწორება არავის უნდა
პოზიცია - 11:40, 05 Oct, 2016     15588
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე მომხდარი აფეთქებისას 4 ადამიანი დაშავდა.
გუშინ, 4 ოქტომბერს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ავტომობილის აფეთქების გამო გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს, რომელსაც ტერორისტული აქტიც კი უწოდეს მანქანაში იმყოფებოდნენ დეპუტატი გივი თარგამაძე და მისი მძღოლი.
მომხდარის შედეგად დაშავებული არიან მძღოლი და გამვლელები, სულ ოთხი პირი. ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებული ორი პაციენტიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
"ნაციონალური მოძრაობის" თქმით, მომხდარი პოლიტიკას უკავშირდება, ოპოზიცია ხელისუფლების ინტერესეზე საუბრობს. ამ დრომდე საზოგადოების დიდ ნაწილში ორი ვერსია ვითარდება, ერთი ნაწილი აფეთქების უკან მმართველ პარტიას და პირადად ბიძინა ივანიშვილს ხედავს, მეორე ნაწილის აზრით კი "დეპუტატმა თავი" მიზანმიმართულად პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად აიფეთქა.
"ვის შეიძლება აწყობდეს თარგამაძის მკვლელობა"?! - "ნიუპოსტი" საკითხზე ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრა, რომელმაც სხვა ვერსია განავითარა.
გია ხუხაშვილის აზრით, ყველაზე მაღალი ალბათობით, გივი თარგამაძის აფეთქება არა ხელისუფლების ან „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ მესამე მხარის მოწყობილია.

"გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ბევრი ვერსია შეიძლება განვითარდეს, მაგრამ იმ კომენტარებმა, რომელიც ორ ვერსიას ეყრდნობა დაგვანახა, რომ ჩვენი პოლიტიკური კლასი დღემდე დეგრადირებულია ხელისუფლებიან ოპოზიციონერიანად. მთავარი ორი ვერსია, რაც ვითარდება, ეს არის ურთიერთბრალდებები. ჩემი აზრით, ნებისმიერ ვერსიას სჭირდება მოტივი და შესაბამისი შესაძლებლობა. ის, რომ "ქართულ ოცნებას" ასეთი რაღაც არ აწყობდა, ეს არის ცხადი - აქედან გამომდინარე მოტივი არ არის ძალიან ბუნდოვანი. ის, რომ გივი თარგამაძემ საკუთარი თავი აიფეთქა, ესეც მარაზმის ერთ-ერთი გამოვლინებაა. იმიტომ რომ არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ ასეთ დროს ადამიანი ცოცხალი გადარჩება, უკან იქნება ეს ბომბი თუ წინ დამონტაჟებული. სამწუხაროა, რომ სახელმწიფოებრივ ინტერესებზე არავინ არ ფიქრობს და ყველაფერი ისევ წინასაარჩევნო ბრალდებების რეჟიმში გადაჰყავთ და ბევრად უფრო მძიმედ რომ არის ყველაფერი, ამის გაანალიზება არავის არ უნდა"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" გია ხუხაშვილმა.

ექსპერტის ვარაუდით ყველაზე მაღალი ალბათობით, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ავტომობილის აფეთქება მესამე მხარის გაკეთებულია და წინასაარჩევნოდ ქვეყანაში ვითარების დაძაბვას ისახავს მიზნად.

"რუსეთი დაინტერესებულია ქვეყანა წინასაარჩევნოდ დაძაბულ რეჟიმში იმყოფებოდეს. მიზანი სახელმწიფოს დასუსტებაა. მეორეს მხრივ ამ ქვეყანაში არსებულ გარკვეულ ჯგუფს, პირადი ინტერესი ჰქონდეს პირადად გივი თარგამაძის მისამართით. მაგალითად ყველასთვის ცნობილია, რომ თარგამაძე არის მთავარი ფიგურანტი ე.წ. „ბალოტნაია დელას“ საქმეში,იმ ქვეყნისთვის ძალიან სენსიტიური თემაა და თარგამაძის დასჯის მოტივაციაც ძალიან ძლიერი აქვთ. არც საგარეო ფაქტორია გამორიცხული - ანუ სხვადასხვა ქვეყნებს უნდოდეთ საქართველოს დასუსტება, რომ გარე კონტროლი გაძლიერდეს, აქიდან გამომდინარე რატომ არ განიხილება ეს მესამე ვერსიები, როცა მოტივიც და შესაძლებლობაც ჩანს, რატომ ვართ ჩაკეტილები ურთიერთბრალდებებში, სადაც ვერც მოტივზე და ვერც შესაძლებლობაზე ბოლომდე ვერ ვსაუბრობთ. ძალიან სამწუხაროა, რომ ორივე მხარე ცდილობს, რომ ეს გამოიყენოს წინასაარჩევნოდ თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის. მზად არიან ერთმანეთს ყველაფერი დააბრალონ. არავის ესმის, რომ საუბარია სახელმწიფო საფრთხეებზე, რისთვისაც თვალის გასწორება არავის არ უნდა, რაც მთლიანად ქვეყნის მთავარი პრობლემაა"- განმარტა ექსპერტმა.










მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42