„მე მაინტერესებს, რა არის ამ სისტემების მიზანი?“ - განაცხადა პრესსპიკერმა პრესკონფერენციაზე.
კითხვაზე, წარმოადგენს თუ არა რაკეტები საფრთხეს აშშ-ის ავიაციისთვის, ტუკმა უპასუხა, რომ „ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ გამოიყენებენ მას რუსები.“
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა სირიაში თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო კომლექსები C-300 B4 განათავსა. აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის საგარეო უწყებამ დაადასტურა.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთი აღნიშნულ კომპლექსებს ქვეყნის საზღვრებს გარეთ ანთავსებს.
C-300 B4-ის ტიპის კომპლექსები ფრთოსანი რაკეტების, თვითმფრინავებისა და ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ საბრძოლველად არის განკუთვნილი. როგორც Fox News-თან ამერიკელი მაღალჩინოსანი აღნიშნავს, სირიაში მოქმედ ტერორისტულ დაჯგუფებებს საბრძოლო თვითმფრინავები არ ჰყავს.
გასული წლის ნოემბერში რუსეთმა სირიაში სამხედრო პოტენციალი გაზარდა და საზენიტო-სარაკეტო სისტემა C-400-ი განალაგა.
მასალის გამოყენების პირობები






