ყველაზე ირონიული "ნაცისტი" კრისტოფ ვალცი 60 წლის გახდა
ეს საინტერესოა - 17:21, 04 Oct, 2016     4318

კრისტოფ ვალცი დღეს იუბილარია, ორგზის ოსკაროსანი ავსტრიელ-გერმანელი მსახიობი 60 წლის გახდა.

რამდენიმე წლის წინ კრისტოფ ვალცი თავის თავს წარმატებულ მსახიობს ვერ უწოდებდა, მის მარაგში ძირითადად სერიალები და დაბალბიუჯეტიანი ფილმები იყო, რომლებშიც ის მთავარ როლებსაც კი არ თამაშობდა. მაგრამ 2009 წელს ვალცის კარიერამ მკვეთრი ნახტომი გააკეთა. კვენტინ ტარანტინოს წინადადებამ ეთამაშა ფილმში „უსახელო ნაბიჭვრები“ , მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.

ფილმის პროვოკაციულმა სცენარმა თავდაპირველად ვალცი შეაშფოთა, თუმცა აწონდაწონა რა ყველაფერი, ის ნაცისტის როლის თამაშს რისკის ფასად დათანხმდა. მაყურებლის სასიხარულოდ მსახიობის გადაწყვეტილება აბსოლუტურად სწორი აღოჩნდა. სწორედ ამ როლმა მოუტანა მას მსოფლიო აღიარება და პრესტიჟული კინოჯილდოები, მათ შორის „ოსკარი“, „ოქროს გლობუსი“, ბაფტა და კანის კინოფესტივალის პრიზი.

კრისტოფ ვალცის შემოქმედებითი გზა 1977 წელს გერმანული დეტექტიური სერიალით დაიწყო და თითქმის 30 წელი ამ ჟანრში გაატარა. კინოში მისი დებიუტი 1982 წელს შედგა, „ტრისტანი და იზოლდას“ კინოვერსიაში, ამას კიდევ მოყვა 19 ფილმი, თუმცა არცერთს მნიშვნელოვანი კომერციული წარმატება არ ქონია.

ტარანტინოს „უსახელო ნაბიჭვრების“ , სადაც მისი პარტნიორები ბრედ პიტი , მაიკლ ფასბენდერი, დიანე კრუგერი და სხვა ცნობილი მსახიობები იყვნენ, გამოსვლის შემდეგ ვალცს თამაში მოუწია ფილმებში „მწვანე კრაზანა“- კამერონ დიასთან ერთად, მილა იოვოვიჩთან და ორლამდო ბლუმთან- „მუშკეტერებში“, კეიტ უინსლეტთან და ჯოდი ფოსტერთან „ხოცვა“-ში

2012 წელს ვალცმა კვლავ ტარანტინოსთან ითანამშრომლა და ეს თანამშრომლობაც წარმატებული აღმოჩნდა „ჯანგო გათავისუფლებულში“ შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის ვალცი კვლავ გახდა „ოსკარის“, „ოქროს გლობუსის“ და ბაფტას მფლობელი.

აღსანიშნავია, რომ ვალცი სხვა მსახიობებთან შედარებით საკმაო უპირატესობას ფლობს, ის ერთ-ერთი იმათგანია ვინც თავისუფლად ფლობს 4 ენას (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, იტალიური), რაც ძლიერი არგუმენტი აღმოჩნდა ტარანტინოსთვის, რომ ის „უსახელო ნაბიჭვრებში“ ჰანს ლანდას როლზე დაემტკიცებინა. ვალცი ვირტუოზულად გარდაიქმნა პრინციპულ და დაუნდობელ ნაცისტ ოფიცრად, რომელსაც ცოცხალი გონება და დახვეწილი იუმორი აქვს და რომელიც ამავდროულად ადვილად გადადის ერთი ენიდან მეორეზე.

ვალცის კიდევ ერთი უდავო უპირატესობა არის მისი ცოცხალი მიმიკა, რომელიც მაყურებელს პირველი ნახვისთანავე იპყრობს და იძულებულს ხდის არა მარტო ეკრანზე განვითარებულ მოვლენებს უყუროს, არამედ მსახიობის სახეზე ემოციების ბრძოლასაც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42