რუსეთმა სირიაში თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო კომლექსები C-300 B4 განათავსა - Fox News
მსოფლიო - 17:06, 04 Oct, 2016     3214
რუსეთმა სირიაში თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო კომლექსები C-300 B4 განათავსა.

ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია Fox News-ი სამ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იტყობინება.

როგორც ტელეკომანია აღნიშნავს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთი აღნიშნულ კომპლექსებს ქვეყნის საზღვრებს გარეთ ანთავსებს.

C-300 B4-ის ტიპის კომპლექსები ფრთოსანი რაკეტების, თვითმფრინავებისა და ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ საბრძოლველად არის განკუთვნილი. როგორც Fox News-თან ამერიკელი მაღალჩინოსანი აღნიშნავს, სირიაში მოქმედ ტერორისტულ დაჯგუფებებს საბრძოლო თვითმფრინავები არ ჰყავს.

გასული წლის ნოემბერში რუსეთმა სირიაში სამხედრო პოტენციალი გაზარდა და საზენიტო-სარაკეტო სისტემა C-400-ი განალაგა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონმა მოსკოვთან სირიაში ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებები შეწყვიტა.

ჯოშ ერნესტის თქმით, რუსეთმა ყველას მოთმინება ამოწურა და ის არ სცემს პატივს იმ ვალდებულებებს, რაც ზავის განსახორციელებლადაა საჭირო.


სექტემბრის დასაწყისში აშშ-მა და რუსეთმა სირიაში ცეცხლის შეწყეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

აშშ-სა და რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმებით, ცეცხლის შეწყვეტის 7 დღიანი რეჟიმის შემდეგ, მხარეები სირიაში მოქმედი ჯიჰადისტური დაჯგუფებების წინააღმდეგ ერთობლივ საჰაერო ოპერაციებს დაიწყებენ.

12 სექტემბრიდან გამოცხადებული ზავი რამდენიმე ინციდენტის შემდეგ დაირღვა.

ასადმა სამშვიდობო შეთანხების ჩაშლის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ სირიის ჯარზე დარტყმები განახორციელა.

როგორც ვაშინგტონმა განაცხადა, ავიაერიშები „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებისკენ იყო მიმართული და არა სირიის სამთავრობო არმიაზე. მოგვიანებით ოპერაციაში მონაწილეობა დიდმა ბრიტანეთმა, დანიამ და ავსტრალიამ აღიარეს

ამის შემდეგ დაიბომა ქალაქ ალეპოს რამდენიმე რაიონი. მოგვიანებით კი სირიაში, ალეპოს მახლობლად ჰუმანიტარულ დახმარებით დატვირთული ავტოკოლონა დაბომბეს, რომელიც ამბოხებულების მიერ კონტროლირებად რაიონში მიემართებოდა.

თეთრი სახლის განცხადებით სირიის ქალაქ ალეპოსთან "წითელი ჯვრის" ჰუმანიტარულ ავტოკოლონაზე ავიაიერიშის დროს ჰაერში სუ-24 ტიპის ორი რუსული გამანადგურებელი დაფრინავდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42