ფორუმზე განსახილველი ერთ-ერთი მთავარი საკითხია რეგიონის სახელმწიფოების კონტროლის მიღმა დარჩენილი ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეები და მათი უარყოფითი ზეგავლენა საერთაშორისო ბირთვულ უსაფრთხოებაზე.
ღონისძიების ფარგლებში ასევე იმსჯელებენ საერთაშორისო, რეგიონული და ეროვნული მექანიზმებზე, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი გახდება ბირთვული და რადიოლოგიური ტერორიზმის საფრთხის შემცირება და აღნიშნულ სფეროში თანამშრომლობისა და დიალოგის გაღრმავება.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ბირთვულ და რადიაციულ სფეროში მომუშავე როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტები და ოფიციალური პირები აშშ-დან, ევროპიდან და შავი ზღვის რეგიონიდან. მონაწილე ქვეყანები ჩართული არიან „ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების“ ყოველწლიური მიმოხილვის პროცესსა და ბირთვული უსაფრთხოების სამიტში.
მასალის გამოყენების პირობები






