„ქართულ ბაზარზე კიდევ ერთი ქარხანა იმუშავებს, რომელიც საერთაშორისო ხარისხის პროდუქციას აწარმოებს“- ქუმსიშვილი
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:32, 04 Oct, 2016     4082
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტი დიმიტრი ქუმსიშვილი მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა ფოთში, „საქართველოს ცემენტის კომპანიის“ კუთვნილი ქარხნის გახსნაზე.

„დღეიდან ფოთში ცემენტის ახალი საწარმო ამუშავდება - ეს თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, თუმცა, კიდევ უფრო მახარებს, რომ „საქართველოს ცემენტის კომპანია“ ამ პროექტს ფრანგულ-შვეიცარულ კომპანია ,,ლაფარჟჰოლკიმთან” თანამშრომლობით ახორციელებს. ეს ნიშნავს, რომ ქართულ ბაზარზე კიდევ ერთი ქარხანა იმუშავებს, რომელიც საერთაშორისო ხარისხის პროდუქციას აწარმოებს,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„ლაფარჟჰოლციმი“ (Lafargeholcim) წარმოდგენილია მსოფლიოს 90 ქვეყანაში და ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა ცემენტის, ინერტული მასალებისა და ბეტონის ბიზნესში. იგი ფლობს 2500-ზე მეტ ქარხანას მთელ მსოფლიოში.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ რეგიონებში გაიხსნას ახალი საწარმოები, ეს ნიშნავს მათთვის ახალ ეკონომიკურ პერსპექტივებს, ახალ ინვესტიციებს და რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, ახალ სამუშაო ადგილებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. მისი ინფორმაციით, „საქართველოს ცემენტის კომპანიის“ ფოთის ქარხანაში 100-მდე ადამიანი დასაქმდება, რომელთა უდიდესი ნაწილი ადგილობრივი მოსახლე იქნება.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ კომპანია ეკოლოგიური ნორმების დაცვის საკითხს სერიოზულად მოეკიდა. შესაბამისად, ამ მიზნით ქარხანაში 11 ფილტრი დამონტაჟდა, რომელთა საშუალებითაც მოხდება ცემენტის წარმოების შედეგად გამოყოფილი მტვრის დაჭერა. ამ მიმართულებითაც კომპანია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მუშაობს.

„ჩვენს ქვეყანაში დღესდღეობით არაერთი მსხვილი, მათ შორის რეგიონული მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. ბუნებრივია, მათი მშენებლობის პროცესში მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები უნდა იქნას გამოყენებული. დარწმუნებული ვარ, „საქართველოს ცემენტის კომპანიის“ მიერ წარმოებული პროდუქცია სწორედ მათ რიცხვში იქნება, წარმატებით მოძებნის და დაიკავებს საკუთარ ადგილს ქართულ ბაზარზე,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ქარხნის გახსნის ღონისძიების დასრულების შემდეგ პირველმა ვიცე-პრემიერმა მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა: „ჩვენ გვაქვს ყოველდღე ახალი პრეზენტაციები, იწყება ახალი პროექტები. გუშინ ანაკლიის პორტის პრეზენტაციები გვქონდა, რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა გააკეთა ვრცელი პრეზენტაცია ქვეყნის სივრცით განვითარებაზე. ყოველივე ამას სჭირდება შესაბამისი სამშენებლო მასალების მიწოდება და სწორედ ასეთი საწარმოები გახდებიან ამ პროექტების მიმწოდებლები და ამით თავის წვლილს შეიტანეს ქვეყნის შენების პროცესში“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ქარხნის გახსნას ღონისძიებას, პირველ ვიცე-პრემიერთან ერთად, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, „ლაფარჟჰოლციმის“ წარმომადგენელი ქსავიერ ბლონდე, სხვა ოფიციალური პირები, ბიზნესწრეების წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42