საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტურიზმის განვითარების ფონდის პრეზენტაციას დაესწრო
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:41, 04 Oct, 2016     1543
"საქართველოს თანაინვესტირების ფონდი" ტურიზმის განვითარების ფონდს აფუძნებს, რომელმაც თბილისში, გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში 680 მილიონი დოლარის ღირებულების, 8 მასშტაბური პროექტი უნდა განახორციელოს.

ტურიზმის განვითარების ფონდის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ფონდის მიზანია ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა საქართველოს იმ კუთხეებში, სადაც ტურიზმი აქამდე ნაკლებად აქტუალური და პრიორიტეტული იყო. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი ინიციატივა გადამწყვეტ როლს ითამაშებს ტურიზმის სექტორის განვითარებაში.

“საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი ამ დარგის წინსვლისთვის და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავხდეთ ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო ქვეყანა მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე. ალბათ, ყველა ამჩნევს, რომ ბოლო პერიოდში ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად არის გაზრდილი, რაზეც მოწმობს უახლესი სტატისტიკური მონაცემები. ეს იმას ნიშნავს, რომ დღითი დღე იზრდება ცნობადობა და ინტერესი საქართველოს მიმართ. ეს აღმავალი ტენდენცია ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავზარდოთ. სწორედ ამის მისაღწევად ტურიზმის განვითარების ფონდის დაარსება ძალიან დროული ნაბიჯია. ფონდის მიმართულებები და კრიტერიუმები ზუსტად ისაა რაც სჭირდება ქვეყანას დღეს და უზრუნველყოფს ტურიზმის სტაბილურ განვითარებას მომავალში. სწორედ ეს ფონდი ახორციელებს 8 უნიკალურ მსოფლიო დონის მრავალფუნქციურ სასტუმრო-კომპლექსს, საერთო ღირებულებით 680 მილიონი დოლარი. აქედან უკვე ინვესტირებულია 259 მილიონი ლარი,” - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ფონდის მასშტაბურობასა და უმაღლეს სტანდარტებზე მეტყველებს საერთაშორისო აღიარება, რომელიც მისმა სამმა პროექტმა უკვე მოიპოვა „მარიოტის“ საერთაშორისო ქსელის მხრიდან. გიორგი კვირიკაშვილმა თავისუფლების მოედანთან, სოლოლაკის ქედზე და თაბორის მთაზე მშენებარე მრავალფუნქციური კომპლექსების პროექტზეც ისაუბრა.

“თანაინვესტირების ფონდის ინიციატივით, თბილისში უკვე შენდება უმაღლესი კლასის, არქიტექტურულად უპრეცენდენტო სამსაფეხუროვანი კომპლექსი, რომელიც მოიცავს მრავალფუნქციურ კომპლექსებს თავისუფლების მოედანთან, სოლოლაკის ქედზე და თაბორის მთაზე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს კომპლექსები და მათი კავშირი ეკოლოგიურად სუფთა საბაგირო გზით, ქმნიან იმ ახალ სავიზიტო ბარათს, რომელიც დედაქალაქის ტურიზმის განვითარების და ხარისხის ხვალინდელი დღე გახლავთ. თაბორის პროექტი, ეს არის 400 000 კვ.მ „ახალი ფილტვები“ ქალაქისთვის (რეკრეაციული ზონა და გოლფის მოედნები). ასეთი ადგილი თბილისში არ არსებობს. შეიქმნება ტენდენცია სხვა მსგავსი პროექტების განვითარებისთვის. ამ კომპლექსების მშენებლობების პროცესში მთლიანობაში დასაქმდება 20 ათასზე მეტი, ხოლო კომპლექსების ამოქმედების შემდეგ პირდაპირ მუდმივად დასაქმდება დაახლოებით 2 500 ადამიანი,” - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სასტუმროების მართვის კომპანიას ასევე უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ეკისრება რეგიონალური ტრენინგ-ცენტრების შექმნის კუთხით. კომპანია გადაამზადებს ადგილობრივ მოსახლეობას, აამაღლებს მათი კვალიფიკაციის დონეს, განავითარებს მომსახურების ინდუსტრიას რეგიონებში. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ტურიზმის განვითარების ფონდის მიმართულებები სრულად შეესაბამება მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის სივრცითი მოწყობის გეგმას.

“ფონდი აქცენტს გააკეთებს არა მარტო ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ხარისხის განვითარებაზე, არამედ ეკოლოგიაზე და ცხოვრების ჯანსაღი წესის მხარდაჭერაზე. ტურიზმის განვითარების ფონდის მიმართულებები სრულად შეესაბამება მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის სივრცითი მოწყობის გეგმას. ფონდი გამოთქვამს მზადყოფნას განიხილოს საინვესტიციო პროექტები სახელმწიფო ხედვის და სივრცითი მოწყობის სტრატეგიიდან გამომდინარე. ფონდი ხელს შეუწყობს ტურისტული მიზიდულობის ახალი ცენტრების შექმნას და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას ეკონომიკურად ნაკლებად აქტიურ რეგიონებში. ამის კარგი მაგალითია პროექტები განმუხურსა და შეკვეთილში. დარწმუნებული ვარ, რომ ტურიზმის განვითარების ფონდი განსაკუთრებულ როლს შეასრულებს, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს სულ უფრო საინტერესო ტურისტებისთვისა და ინვესტორებისთვის,” - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

„საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ მიერ დაფუძნებულ ტურიზმის განვითარების ფონდს ირაკლი ქარსელაძე უხელმძღვანელებს. ფონდის მიზანია ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარების ხელშეწყობა და კონკრეტული პროგრამების განხორციელება ტურიზმში ჩართული კომპანიების მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რისთვისაც დაგეგმილია რეგიონული ტრენინგ ცენტრების შექმნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ტურიზმის სფეროში ჩართული ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება. ფონდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მისიაა ტურისტული მიზიდულობის ახალი ცენტრების შექმნა და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა ეკონომიკურად ნაკლებად აქტიურ რეგიონებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42