სულ სამსახურიდან პოლიციის 2 500 თანამშრომელია გათავისუფლებული.
შეგახსნენებთ, 15 ივლისის ღამეს, თურქეთში მომხარი სამხედრო ამბოხის ორგანიზატორად , ანკარა პრეზიდენტ ერდოღანის ოპოზოციონერ , სასულიერი პირს ფეთჰულა გიულენს ამბოხის ორგანიზატორად ასახელებს და ვაშინგტონისგან მის ექსტრადირებას ითხოვს. ოფიციალური ვაშინგტონი თავისმხრივ აცხადებს, რომ მზად არის გიულენი თურქეთს გადასცეს, თუკი ოფიციალური ანკარა მისი დანაშაულის მტკიცებულებებს წარადგენს.
თავად გიულენი კი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირს უარყოფს.
ფეთჰულა გიულენი 1999 წლიდან პენსილვანიაში ცხოვრობს.
სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობას 230 ადამიანი ემსხვერპლა, მათი უმრავლესობა თავად სამხედროა.
15 ივლისის შემდეგ სამსახურიდან დაითხოვეს ან უფლებამოსილება შეუჩერეს 100 ათასამდე სამხედრო მოხელეს, პოლიციელს, მასწავლებელსა და საჯარო მოხელეს. წინასწარი პატიმრობა მიესაჯა 32 000 ადამიანს, . გამოძიება მიმდინარეობს 70 000 ადამიანის წინააღმდეგ.
მასალის გამოყენების პირობები






