"გამოვთქვამ ღრმა გულისტკივილს დიდი ქართველი ხელოვანისა და საქართველოს ღირსეული მოქალაქის, ოთარ მეღვინეთუხუცესის გარდაცვალების გამო.
ბატონი ოთარი ქართველ მამულიშვილთა იმ პლეადის ერთ-ერთი ლიდერი იყო, რომელმაც კომუნისტური ტოტალიტარიზმის უმძიმეს ეპოქაში ხელოვნება სამშობლოს მსახურების ასპარეზად აქცია.
მის მიერ შექმნილი სახეები თეატრსა და კინოში ზნეობრივი ეტალონია, რისკენაც მუდამ უნდა ისწრაფოდეს ქართველი ახალგაზრდობა.
ოთარ მეღვინეთუხუცესის გმირები სიკეთის, კეთილშობილების, ვაჟკაცობის, ადამიანისადმი სიყვარულისა და ერთგულების იდეალებს წარმოადგენენ. ამ დაუვიწყარ სახეთა შექმნას ბატონ ოთარს უეჭველად ისიც უადვილებდა, რომ იგი საკუთარ რაინდულ ბუნებასა და ზნეობრივ კოდექსს განასახიერებდა.
გულწრფელად ვუთანაგრძნობ ოთარ მეღვინეთუხუცესის ოჯახს, თეატრალურ სამყაროს და მთელ საქართველოს, უდიდესი ნიჭით დაჯილდოვებული ამ დიდი მამულიშვილის გარდაცვალების გამო".- ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






