საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 15.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:20, 03 Oct, 2016     3008
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2016 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 15.1 მლრდ აშშ დოლარი (35.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 108.7 პროცენტია. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. 2016 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 413.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, აქედან ოპერაციული ცვლილებების გამო ვალის ზრდამ 386.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 6.3 მლრდ აშშ დოლარი (14.8 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 45.7 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 4.5 მლრდ აშშ დოლარი (10.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 32.8 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 213.4 მლნ აშშ დოლარი (500.0 მლნ ლარი; მშპ-ს 1.5 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები შესაბამისად - 890.1 მლნ აშშ დოლარი (2.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 6.4 პროცენტი) და 684.3 მლნ აშშ დოლარი (1.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.9 პროცენტი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 3.2 მლრდ აშშ დოლარი (7.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 22.8 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.7 მლრდ აშშ დოლარი (11.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 34.2 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 2.4 მლრდ აშშ დოლარი (5.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 17.3 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 94.3 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2016 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 9.2 მლრდ აშშ დოლარი (21.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 66.3 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 3.4 მლრდ აშშ დოლარია (8.1 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 24.8 პროცენტია.

2016 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 6.0 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო, ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 4.5 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო საკურსო ცვლილებების გამო კლებამ 1.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2016 წლის მეორე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანი ვალდებულებები 213.4 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. აქედან, 201.4 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42