მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის განქორწინებას განიხილავს, მედიაში ახალი ინფორმაცია გამოჩნდა.
განქორწინებით გამოწვეული დეპრესიის გამო ბრედ პიტი საკუთარი ფილმის პრემიერაზე არ გამოცხადდა, თუმცა როგორც ჩანს, ჯოლი თავს ბევრად უკეთ გრძნობს.
independent-ის ცნობით, ჯოლი კიდევ ერთ საომარ ფილმში მთავარ როლს შეასრულებს . ფილმი ბიოგრაფიულია.
Shoot Like a Girl (ისროლე გოგონასავით) - ამერიკელი მფრინავი ქალი-ჯარისკაცის, ავღანეთის საბრძოლო მისიის გმირის, მაიორ მერი ჯენინგს ჰეგარის ისტორიას ეხება.
ავღანეთში მსახურობისას, მაიორ მერი ჯენინგის თვითმფრინავი, "თალიბანის" მებრძოლებმა ჩამოაგდეს. დაჭრილმა ჰეგარმა და მისი ჯარისკაცებმა აშშ-ის ბაზამდე მიღწევა შეძლეს. საბრძოლო მოქმედებებში გამოჩენილი გმირობისთვის მას ორი ჯილდო გადაეცა.
მაიორმა მოგვიანებით შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს უჩივლა და ღია საბრძოლო მისიებში ქალი ჯარისკაცების მონაწილეობის უკანონოდ აკრძალვაში დასდო ბრალი. მისი საჩივარი არაკონსტიტუციურად ცნეს.
მასალის გამოყენების პირობები






