ნიჭიერ საბჭოელ ფოტოგრაფს, ევგენი ჰალდეის (1916-1997 წწ) "ერთი ფოტოს" ავტორსაც კი უწოდებენ, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არცთუ სამართლიანია - თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, როგორც ფოტოგრაფმა და ფოტოჟურნალისტმა, მან ათასობით ფოტოს გადაღება შეძლო, ათობით მათგანი კი დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მაგრამ სწორედ ამ ფოტოსურათმა, "გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე " მოიარა მთელი მსოფლიო და ომში საბჭოეთის გამარჯვების სიმბოლოდ იქცა.
ფოტოსურათი "გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე " - ერთ-ერთი იშვიათი სურათია, როცა იმიტირებული სურათი გამოიყურება, როგორც ცოცხალი რეპორტაჟის დროს გადაღებული.
ფოტოგრაფის ქალიშვილი, ანნა ჰალდეი ყვება: "მისმა მეგობარმა, კიშიცერმა, ვისთანაც იგი ცხოვრობდა, სამი დროშა შეკერა, ზეარის ნაჭრისგან გამოჭრეს ნამგალი და ურო და თავად დააკერეს.
მამა ბერლინში 2 მაისს ჩაფრინდა. იქ უკვე იგრძნობოდა საყოველთაო მხიარულება. ყველა რაიხსტაგისკენ მიიწევდა, ყველას სურდა კედელზე მინაწერის გაკეთება, წითელი ნაჭრების დატოვება - მთელი რაიხსტაგი წითელ ნაჭრებში იყო ჩაფლული.
ჰალდეიმ პირველივე ჯარისკაცი, რომელიც თვალში მოხვდა, წაიყვანა და რაიხსტაგის სახურავზე აიყვანა, სადაც ისინი საკმაოდ დიდხანს დროშას ამაგრებდნენ, ცდილობდნენ, რაც შეიძლება ეფექტური რაკურსი შეერჩიათ".
მრავალ ცნობილ ფოტოსურათს საკმაოდ რთული ბედ-იღბალი ხვდა წილად და "გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე " არ ყოფილა გამონაკლისი. როცა ჰალდეიმ ეს ფოტოსურათი მოსკოვში ჩაიტანა, იგი "საკდესი"-ს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ პალდუნოვმა გამოიძახა:
- ჰალდეი, ეს რა მოიტანე?
- როგორ თუ რა? - გაიკვირვა ფოტოგრაფმა, - სურათები რაიხსტაგიდან.
- ყურადღებით დააკვირდი. გსურს მთელს მსოფლიოს აჩვენო საბჭოთა მაროდიორები?..
ეს სიმართლესთან ახლოს იყო. ფოტოზე ყურადღებით დაკვირვების შემთხვევაში, მარტივად დაინახავთ ჯარისკაცს, რომელსაც ორივე მაჯაზე საათი უკეთია. შესაძლოა ეს იყოს საათი და კომპასი? ფოტოზე ისიც კი არ ჩანს კარგად, ნამდვილად ერთი და იგივე ადამიანისაა თუ არა ხელი...
ჰალდეი არ შეშინებულა და არ დაბნეულა - გაიქცა ფოტოგალერეაში და ჯარისკაცის ხელიდან მეორე საათი "გაქრა".
მაგრამ "მაროდიორობის ისტორიის" პროპაგანდა რამდენიმე წლის შემდეგ მაინც დაიწყო: ფოტოს ორიგინალმა საცავიდან "გაჟონა". ამას სამსახურიდან ჰალდეის დათხოვნა მოჰყვა.
მაგრამ ფოტოგრაფის ხვედრი არ აისახა ფოტოგრაფიის შემდგომ ბედზე. მის დაბეჭვდას კვლავ განაგრძნობდნენ, მაგრამ გარკვეული დროის განმავლობაში ავტორის სახელს არ უთითებდნენ.
მოამზადა ანანო კვაჭანტირაძემ
მასალის გამოყენების პირობები






