10:00 საათზე - ნაციონალური მოძრაობის ლიდერები დავით ბაქრაძე და ნუგზარ წიკლაური სასტუმრო ,,მერკურში“ (აბანოთუბანში, აზერბაიჯანის საელჩოსთან) თეთრიწყაროს ტურისტული განვითარების კონცეფციის პრეზენტაციას გამართავენ.
11:00 საათზე - ორთაჭალაში, ნაციონალური მოძრაობის ლიდერები შს მინისტრის მოადგილეს შეხვდებიან.
თემა: 5 ოქტომბერს დაგეგმილი აქცია
11:30 საათზე - ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში სერგო რატიანის პრესკონფერენცია გაიმართება.
12:00 საათზე - ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში პეტრე ცისკარიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება
12:00 საათზე - "პირველის პრესკლუბში" პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.
მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: ეკა 595 01 82 49.
13:00 საათზე - „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ ჟურნალისტებს წარუდგენს ანგარიშს „მედიის„თავისუფლების“ 4 წელი საქართველოში“.
მისამართი: კლუბი „ფრონტლაინ ჯორჯია“, ლ. ასათიანის #62.
14:00 საათზე - სასტუმრო “თბილისი მარიოტში” “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” პრეზენტაციას გამართავს.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანგარიში საზოგადოებრივ მაუწყებელში სამუშაო გარემოს კუთხით არსებულ გამოწვევებზე. ორგანიზაციის წარმომადგენლები მიმოიხილავენ საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესის ფონზე არსებულ პრობლემურ საკითხებს. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება დისკუსია.
14:00 საათზე - ანაკლიაში საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის გაფორმდება საინვესტიციო ხელშეკრულება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ და პროექტის განხორციელების დაწყება ოფიციალურად გამოცხადდება. ასევე შედგება ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია ჰოლანდიურ კომპანია Van Oord-სა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე წინასამშენებლო სამუშაოების შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები






