09.30 საათზე - ბავშვთა ადრეული განვითარების შესახებ საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ნეიროგანვითარებითი დარღვევები" სამეცნიერო სკოლა გაიხსნება.
14:00 საათზე - "ჩვენები - სახალხო პარტიის" ვაკის მაჟორიტარი კანდიდატი ზურაბ შარია წყნეთის მოსახლეობას შეხვდება
მისამართი : დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძართან
საკონტაქტო პირი: 577217544 ეკა მაჭავარიანი
14:00 საათზე - "ჩვენები - სახალხო პარტიის" ისნის მაჟორიტარი კანდიდატი ნანა ყეინიშვილი სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან დედებს შეხვდება
მისამართი : ავლაბარი, ქეთევან წამებულის 13
საკონტაქტო პირი: 599103539 მეგი ზურაბიანი
16.00 საათზე - სასტუმროში "რუმსი" გაიმართება ქართული ღვინის მე-3 ეროვნული კონკურსის დაჯილდოება. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრება.
17:00 საათზე - ხულოს ცენტრში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, დავით უსუფაშვილი ადგილობრივ ამომრჩევლებსა და მხარდამჭერებს შეხვდება.
17.00 საათამდე თბილისში, რიყის პარკში გაიმართება ქართული ღვინის კვირეულის დახურვა. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც სტენდებზე წარმოადგენენ საკუთარ პროდუქციას.
18:00 საათზე - ქალაქ ხონის მუსიკალურ სკოლაში გაიმართება ქართული დოკუმენტური ფილმის „თავგანწირვის ტაძარი“ (თემა: წმინდა ოჯახი) პრემიერა.
18:00 საათზე - დიღომში, მე-3 მიკრორაიონში, მეფე მირიანის გამზირზე, ‘’ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების’’ საბურთალოს #4 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსი პეტრიაშვილი მოსახლეობასთან დიდ შეხვედრას გამართავს.
შეხვედრა დასრულდება კონცერტით.
მასალის გამოყენების პირობები






