"კარები გამიღეთ", ასე ჰქვია პანჩოს ახალ ალბომს, რომელიც ჯერ გაყიდვაში არ არის, ამავე სახელწოდების იქნება კონცერტიც, რომელიც 12 მაისს, 21 საათზე კლუბში "მოსკოვი" გაიმართება.
"მოსკოვში" შესვლა ამ დღეს უფასოა, მთავარია მკაცრმა Fეცე ცონტროლ გაიაროთ და 21 წლის მაინც იყოთ.
კონცერტის ორგანიზატორი ჟურნალისტი თამუნა მუსერიძეა.
პანჩოს განცხადებით, რომ არა თამუნას მონდომება, კონცერტი კიდევ კარგა ხანი არ შედგებოდა. არადა, თავადაც გრძნობს, რომ უკვე დროა. ხალხსაც მოენატრა და მასაც ბევრი აქვს მსმენელისთვის სათქმელ-სამღერი.
რა თქმა უნდა, კონცერტი ცოცხალი მუსიკის თანხლებით ჩაივლის. სცენაზე პანჩოსთან ერთად მისი მეგობარი მუსიკოსები დაუკრავენ.
ახალი სიმღერების გარდა, პანჩო იმ ცნობილ სიმღერეებსაც იმღერებს, რომელიც 15 წელია ჰიტია. "ასი წლის შემდეგ", "ცაში ახედე" "უბერავს ქარი" და ა.შ.
მასალის გამოყენების პირობები






