11:00 საათზე - ბათუმის საქალაქო სასამართლოს განახლებული შენობა ოფიციალურად გაიხსნება
გახსნის ცერემონიალს დაესწრება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე,ქალბატონი ნინო გვენეტაძე; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ბატონი ლევან მურუსიძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მედიის წარმომადგენლები.
12:00 საათზე - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განახლებული შენობა ოფიციალური გაიხსნება
გახსნის ცერემონიალს დაესწრება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე,ქალბატონი ნინო გვენეტაძე; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ბატონი ლევან მურუსიძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მედიის წარმომადგენლები.
12:00 საათზე - ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სურსათის ეროვნული სააგენტო ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას ჩაატარებს
აცრის ჩასატარებლად მსურველებს შეუძლიათ მოიყვანონ როგორც საკუთარი ძაღლი და კატა, ასევე მიკედლებული ცხოველები.
გაიმართება გასართობი ღონისძიებები ბავშვებისათვის (ფოტოკონკურსი - გადაიღე ფოტო ოთხფეხა მეგობართან ერთად, ხატვის კონკურსი და ა.შ).
12:00 საათზე - ახმეტელის თეატრში ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ლიდერი ირაკლი ალასანია გლდანის #22 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ვახტანგ მაჭავარიანთან ერთად ვეტერანთა შესახებ პარტიის პროგრამის პრეზენტაციას გამართავს.
13.00 საათზე - საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი სკანდინავიური ბრენდის “იუსკ გრუფის“ (JYSK GROUP) პირველი მაღაზიის გახსნის ცერემონიას დაესწრება.
მისამართი: მარშალ გელოვანის გამზირი 36
15:00 საათზე - საარჩევნო ბლოკი "ჩვენები - სახალხო პარტიის" ისნის მაჟორიტარი კანდიდატის, ნანა ყეინიშვილი დუშეთის ქუჩის მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს
მისამართი : ისანი დუშეთის ქ. N 12
საკონტაქტო პირი : 599103539 მეგი ზურაბიანი
მასალის გამოყენების პირობები






