გამოძიების თანახმად, მ 2014 წლის ივლისში უკაინაში Malaysia Airlines-ის კუთვნილი სამგზავრო ბოინგი რუსეთიდან შეტანილი “ბუკის“ ტიპის რაკეტით ჩამოაგდეს, რომელიც იმავე ღამეს რუსეთში დააბრუნეს.
„რისთვის უნდა მოვიხადოთ ბოდიში“ -ჰკითხა ლავროვმა „ბიბისის“ ჟურნალისტს, რომელმაც ბოდიშს მოხდა შესთავაზა.
საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა, რომელსაც ნიდერლანდები ხელმძღვანელობს და უკრაინაში “მალაიზიური ავიახაზების” კუთვნილი სამგაზვრო ლაინერის ბოინგ 777-ის კატასტროფის მიზეზებს იკვლევს, გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა და გარდაცვლილი მგზავრების ახლობლებს განუცხადა, რომ ლაინერი სოფელ სნეჟოენეს ტერიტორიიდან გაშვებულმა რაკეტამ ჩამოაგდო.
აღნიშნულ ტერიტორიას, ავიაკატასტროფის დროს პრორუსი შეიარაღებული ძალები აკონტროლებდნენ.
გამოძიების თანახმად რაკეტა უკრაინაში რუსეთიდან იქნა შეტანილი და იმავე ღამეს რუსეთში გადაიტანეს.
სოფელ სნეჟოენე, რომელიც დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მდებარეობს, ამჟამადაც პრორუსი სეპარატისტების კონტროლქვეშ იმყოფება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მიერ უკრაინაში რეისს MH17-ის კატასტროფის გამოძიებას მიკერძოებული და პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.განცხადების შემდეგ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს.
საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ნიდერლანდების, ავსტრალიის, მალაიზიის, ბელგიისა და უკრაინის წარმომადგენლები. ჯგუფი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მანდატით მოქმედებს.
ჰააგაში საერთაშორისო ჯგუფი გამოძიების შუალედურ შედეგებს ცოტა ხანში გაასაჯაროებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მიერ უკრაინაში რეისს MH17-ის კატასტროფის გამოძიებას მიკერძოებული და პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.
შეგახსენებთ, ავიაკომპანია Malaysia Airlines-ის კუთვნილმა თვითმფრინავმა კატასტროფა 2014 წლის 17 ივლისს უკრაინის ტერიტორიაზე , დონეცკის ოლქში განიცადა, რის შედეგად 298 ადამიანი, მათ შორის 18 ბავშვი გარდაიცვალა.
დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, ლაინერი პრორუსული სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ნასროლმა რაკეტამ ჩამოაგდო. ავიალაინერი “ბუკის” ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან გაშვებული რაკეტის აფეთქების შედეგად განადგურდა.
რუსი ექსპერტის გამოძიების თანახმად, კი იმ დროისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან იყო ნასროლი.
გასულ წელს, ავსტრალიამ, ბელგიამ, მალაიზიამ, ბრიტანეთმა, ნიდერლანდებმა და უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს საერთაშორისო ტრიბუნალის მოწვევის ინიციატივით მიმართეს, რათა ინციდენტთან დაკავშირებული ყველა პირი პასუხისგებაში მიეცეს, რასაც რუსეთმა ვეტო დაადო.
მასალის გამოყენების პირობები






