ეკონომიკის სამინისტროში კერძო სექტორთან ერთად „ელექტრონული კომერციის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:49, 30 Sep, 2016     1641
„ელექტრონული კომერციის შესახებ“ კანონის პროექტთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, სამინისტროსა და USAID-ის პროექტ „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) მიერ ერთობლივად ორგანიზებული შეხვედრა გაიმართა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ შუალედური სერვის-პროვაიდერი სატელეკომუნიკაციო კომპანიებისა და 50-მდე ონლაინმაღაზიის წარმომადგენელი.

შეხვედრა გახსნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით ხუციშვილმა და USAID-ის პროექტ G4G-ის ხელმძღვანელმა ნატალია ბერუაშვილმა.

დავით ხუციშვილმა თავის გამოსვლაში ისაუბრა კანონის პროექტის შემუშავების მიზნებზე და აღნიშნა, რომ კანონპროექტი მაქსიმალურად იცავს მომხმარებელთა უფლებებს ელექტრონული კომერციის პროცესში და ამ პროცესში შუალედურ სერვის-პროვაიდერებს აცილებს ზედმეტ ვალდებულებებს. მან მადლობა გადაუხადა USAID-ს პროექტ G4G-ის გაწეული დახმარებისთვის.

პროექტის დეტალები შეხვედრის მონაწილეებს მუხლობრივად გააცნო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ეკა ყუბუსიძემ. ძირითად საკითხებს შორის ყუბუსიძემ ისაუბრა კანონპროექტის მიზნებზე, ელექტრონული კომერციის პროცესში მიმწოდებლის, მომხმარებლის, სერვისის მიმღებისა და შუალედური სერვის- პროვაიდერის უფლებებსა და ვალდებულებებზე.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია და გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში, სადაც კერძო სექტორის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს კანონპროექტის მნიშვნელობა. როგორც შეხვედრაზე ითქვა, აღნიშნული მიმართულებით კერძო სექტორთან თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42