ბიზნეს კაფეს მეექვსე შეხვედრა გაიმართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:53, 30 Sep, 2016     1702

პაშა ბანკის ექსკლუზიური მხარდაჭერით გრძელდება საკონსულტაციო კომპანია „ინსორსის“ მიერ ორგანიზებული „ბიზნეს კაფეს“ შეხვედრები. 29 სექტემბერს გაიმართა რიგით მეექვსე შეხვედრა, რომელსაც, ტრადიციულად, ესწრებოდნენ სხვადასხვა მსხვილი კომპანიის მაღალი რგოლის მენეჯერები.

სპეციალურად მოწვეულმა მოდერატორმა, ლადო გურგენიძემ, რომელიც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ამჟამად „ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარეა, დამსწრეებს წარუდგინა თემა “აზრები მენეჯმენტსა და ლიდერობაზე”.

ბიზნეს კაფეს შეხვედრები 2015 წლის ოქტომბრიდან იმართება და მის მიმართ ინტერესი მუდმივად იზრდება, ვინაიდან ასეთი ფორმატის შეხვედრები საქართველოში პირველად ტარდება და საშუალებას აძლევს დამსწრეებს უნიკალურ, ინტერაქტიულ ფორმატშიმოუსმინონ ინდუსტრიის ლიდერებს, განიხილონ ბიზნესის სფეროში მიმდინარე პროცესები და სიახლეები.

ბიზნეს კაფეს შეხვედრებზე მოწვეულ სპიკერებს შორის სხვადასხვა დროს იყვნენ: გიორგი ქადაგიძე (საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი) თემით „ინოვაციების მართვა“, დავით გოგიჩაიშვილი ( “ღამის შოუს სტუდიის” გენერალური მენეჯერი) - „ადამიანური რესურსების მართვა“, ალექსანდრე ჯეჯელავა (ამჟამად საქართველოს განათლების მინისტრი) - „ორგანიზაციული კულტურა“, ანდრო დგებუაძე, ბიზნეს კონსულტანტი - „მენეჯმენტი 3.0 - ანუ უკუღმა წაკითხული MBA -ს წიგნები“ და პაპუნა ტოლიაშვილი (სინერჯი ჯგუფის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი დამფუძნებელი) - „წრიული ორგანიზაციული სტრუქტურები“.

2016 წლის ბოლომდე ინსორსი და პაშა ბანკი ბიზნეს კაფეს კიდევ ორ შეხვედრას უმასპინძლებენ.

„ბიზნეს კაფე ქვეყნის წამყვანი კომპანიების მენეჯერებისთვის შეხვედრისა და კომუნიკაციის უკვე საკმაოდ პოპულარულ სივრცეს წარმოადგენს. შეხვედრების ყოველი მოდერატორი გამოირჩევა თავისი მდიდარი პროფესიული გამოცდილებით და მიღწევებით, შესაბამისად თითოეული მათგანი ძალიან სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს მონაწილეებს. სწორედ მონაწილეთა კმაყოფილება და ინტერესი განაპირობებს პროექტის წარმატებას. მოხარული ვართ, რომ კომპანია „ინსორსი“ პაშა ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს აღნიშნული პროექტს, რადგან ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მხარი დავუჭიროთ ისეთ ინიციატივებს, რომლებსაც წვლილი შეაქვს ქვეყნის ბიზნეს-სექტორის განვითარებაში.“ - აღნიშნა ანანო ქორქიამ, პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42